ხვალ 21 აპრილს, ქრისტიანული სამყაროს ნაწილი იესო ქრისტეს მკვდრეთით აღდგომას ზეიმობს. დღეს, 20 აპრილს, საღამოს 8 საათიდან, სააღდგომო მსახურება დაიწყო ბათუმის კათოლიკურ და სომხურ სამოციქულო ეკლესიებში. ბათუმის პროტესტანტულ ეკლესიებში კი სააღდგომო მსახურება ხვალ დილით გაიმართება.

ფოტო: ლელა დუმბაძის
ბათუმის კათოლიკური ეკლესიის ეზოში ტრადიციისამებრ კოცონი დაინთო, სადაც მრევლი შეიკრიბა და „მამაო ჩვენოს“ წაკითხვის შემდეგ სანთლები აანთეს. კათოლიკები ცეცხლს ქრისტეს სინათლის სიმბოლოდ ანთებენ.
კოცონის ცეცხლიდან ანთებენ სანთლებს და ეკლესიას წრეს უვლიან. შემდეგ კი შედიან ტაძარში, სადაც სინათლე მხოლოდ ამის შემდეგ ინთება.

ფოტო: ლელა დუმბაძის

მართლმადიდებელი ეკლესია კი აღდგომას 28 აპრილს იზეიმებს. ხვალ, 21 აპრილს კი მართლმადიდებლები ბზობის, ანუ ქრისტეს იერუსალიმში შესვლის დღეს აღნიშნავენ.

ფოტო: ლელა დუმბაძის