აჭარის ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ

„ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის ტელევიზიის დირექტორის, ნათია კაპანაძის იმპიჩმენტის შემთხვევაში, ამ ტელევიზიის დირექტორად თორნიკე მჟავანაძეს უპირებენ არჩევას. „ბათუმელებს“ ამის შესახებ ინფორმაცია ორმა ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა. თორნიკე მჟავანაძე უკვე ოთხი წელია აჭარის უმაღლეს საარჩევნო კომისიაში მუშაობს. ის უსკოს წევრია. „ბათუმელებმა“ თავად თორნიკე მჟავანაძესთანაც სცადა დაკავშირება. ჩვენი ინფორმაციით, ის ბათუმში იმყოფება, მაგრამ უკვე მეორე დღეა ტელეფონი გამორთული აქვს. … ვრცლად აჭარის ტელევიზიის დირექტორად შესაძლოა თორნიკე მჟავანაძე აირჩიონ