დაკვამლიანება სასტუმროში – მემედ აბაშიძის გამზირზე სახანძრო მუშაობს

სახანძრო-სამაშველო სამსახური ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე მდებარე სასტუმრო „მგზავრებში“ მუშაობს. სასტუმროს პირველ სართულზე დაკვამლიანებაა. რამდენიმე წუთის წინ [10:40] ოთხი სახანძრო მანქანა მივიდა გამოძახების ადგილზე. იქვე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო სამსახურიც, თუმცა კლინიკაში არავინ გადაუყვანიათ.