ახალ ბულვარში 9 სული პირუტყვი დააკავეს [ფოტო]

დღეს, პირველ აპრილს,  შპს „სანდასუფთავების“ სამსახურის თანამშრომლებმა ახალი ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხრა სული პირუტყვი დაიჭირეს და  სპეციალურ საჯარიმო სადგომზე გადაიყვანეს. დაკავებული ძროხის გამოსახსნელად მეპატრონემ 20-დან 50 ლარი ჯარიმა უნდა გადაიხადოს.