დღეიდან ცელოფნის პარკების გაყიდვა აკრძალულია – ჯარიმა 500-1000 ლარია

დღეიდან, პირველი აპრილიდან, საქართველოში ყველა სახის ცელოფნის პარკის გაყიდვა აკრძალულია. აკრძალულია, ასეთი პარკების როგორც გაყიდვა, ასევე, ადგილზე წარმოებაც და იმპორტიც. რეალიზაციაში დასაშვებია მხოლოდ ცელოფნის [პოლიეთილენის] ისეთი პარკები, რომლებიც არის ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი, ისიც, აუცილებლად შესაბამისი წარწერით. საქართველოს კანონმდებლობით: მაღაზიის მესაკუთრე ვალდებულია გაფრთხილებიდან 10 დღის განმავლობაში ამოიღოს ქსელიდან აკრძალული პარკები. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის 500 ლარით დაჯარიმდება … ვრცლად დღეიდან ცელოფნის პარკების გაყიდვა აკრძალულია – ჯარიმა 500-1000 ლარია