ხიჭაურის უნივერსიტეტმა რუსულ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა

საქართველოს საპატრიარქოს ტბელ აბუსერიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, სხალთელმა მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა, დონის როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა, რომელიც ითვალისწინებს როგორც სტუდენტების, ასევე ლექტორ-მასწავლებლების გაცვლას. რუსული უნივერსიტეტის წარმომადგენლებსა და ეპისკოპოს სპირიდონის შეხვედრას ხიჭაურში ესწრებოდა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ზურაბ ხონელიძეც, რომელმაც ასევე განაცხადა, რომ ხიჭაურის უნივერსიტეტთან ურთიერთობის მემორანდუმის გაფორმებას ისინიც აპირებენ. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა ფეისბუქზე 1-ელ მარტს … ვრცლად ხიჭაურის უნივერსიტეტმა რუსულ უნივერსიტეტთან მემორანდუმი გააფორმა