მაიაკოვსკის ქუჩა ნაწილ-ნაწილ გადაიკეტება – სამუშაოები უკვე დაიწყო

ბათუმში მაიაკოვსკის ქუჩის დასაწყისი ავტოსადგურის მიმდებარედ უკვე გადაიკეტა. ბონის სავაჭრო ცენტრის მხრიდან მოძრავი ავტოტრანსპორტი მანთაშევის შლაგბაუმთან ავტოსადგურის შემოვლით გამოდის. ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ იგეგმება ქუჩის კეთილმოწყობა. სამუშაოების გამო ქუჩა ნაწილ-ნაწილ გადაიკეტება და ტრანსპორტის მოძრაობა მაიაკოვსკის ქუჩის ჩაკეტილი მონაკვეთის პარალელურ და ვერტიკალურ ქუჩებზე გადაერთვება. ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს ინფორმაციით, სამუშაოებს კომპანია „გზები“ ახორციელებს; … Continue reading მაიაკოვსკის ქუჩა ნაწილ-ნაწილ გადაიკეტება – სამუშაოები უკვე დაიწყო