გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, დღეს და ხვალ, 18 თებერვლის  21 საათიდან 19 თებერვლის  21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია უმეტესად ღრუბლიანი ამინდი, ღამით ზოგან, დღისით კი უმეტეს რაიონში დროგამოშვებით იწვიმებს, მთაში კი – მოთოვს.

იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ზოგან 15-20 მეტრი წამში.

ამინდის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:

  • დღისით: 5 – 10 გრადუსი
  • ღამით: 2 – 7 გრადუსი

მთაში მოსალოდნელია:

  • დღისით: 2 გრადუსი სითბო – 3 გრადუსი ყინვა 
  • ღამით: 2  – 7 გრადუსი ყინვა

სინოპტიკოსების ცნობით, 20 თებერვალს მოსალოდნელია უნალექო ამინდი, მომდევნო 2 დღეს კი ზოგან დროგამოშვებით წვიმა, მაღალ მთაში – თოვა.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version