ქობულეთის ნაწილს 5 თებერვალს გაზის მიწოდება შეუწყდება

კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ ინფორმაციით, გაზსადენზე დაგეგმილი სარემონტო-საექსპლუატაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 5 თებერვალს, 13:00-დან საღამოს 18:00 საათამდე ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდებათ ქობულეთის მუნიციპალიტეტში გელაურში, ხუცუბანში, ქვედა სამებასა და ნაკაიძეებში მცხოვრებ აბონენტებს. კომპანიის განცხადებით, ქობულეთში ბუნებრივი გაზის მიწოდება სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღდგება. კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი” მომხმარებელს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ საცხოვრებელ ბინებში არსებული გაზის ონკანები … ვრცლად ქობულეთის ნაწილს 5 თებერვალს გაზის მიწოდება შეუწყდება