“ბავშვის გაჩენისთვის ქალს არ უნდა აგდებდნენ” – 11 წელი შშმ პირებისა და მარტოხელა დედების გვერდით

ბათუმში, მახინჯაურის დასახლებაში, სათნოების ქუჩაზე ოთხსართულიანი, ყვითლად შეღებილი შენობა დგას. შენობაში შშმ პირთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრია. დილაობით აქ მიკროავტობუსებს 60-მდე ადამიანი მოჰყავთ, ბავშვები და ზრდასრულები. ზოგიერთ მათგანს ცერებრალური დამბლა აქვს, ზოგიერთს – ღრმა გონებრივი ჩამორჩენა. ამავე შენობაშია მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფარიც, რომელიც ერთადერთია აჭარაში. აქ, ძირითადად, ის ქალები ცხოვრობენ შვილებთან ერთად, რომელთა დახმარებაზე მამებმა, … ვრცლად “ბავშვის გაჩენისთვის ქალს არ უნდა აგდებდნენ” – 11 წელი შშმ პირებისა და მარტოხელა დედების გვერდით