გრიპით ამ დროისთვის საქართველოში 15 პირია გარდაცვლილი

დღეს ბათუმში  შუახნის კაცი გარდაიცვალა, ექიმებმა ვერ გადაარჩინეს ასევე  27 წლის კაცი, რომელიც ქუთაისის რეფერალურ საავადმყოფოში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ორივე შემთხვევაში ლაბორატორიულად დადასტურდა H1N1 ვირუსი. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით ამ დროითვის ლაბორატორიულად დადასტურებული ინფორმაციით საქართველოში   H1N1 ვირუსით  15 პირია გარდაცვლილი .