„ბათუმელების“ ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის აჭარის რეგიონული მთავარი სამმართველოს (სუს) ხელმძღვანელი, ირაკლი ერისთავი თანამდებობიდან გადადგა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრში აცხადებენ, რომ „ყველა რეგიონში მიმდინარეობს საკადრო ცვლილებები“.

ირაკლი ერისთავი აჭარაში სუს-ის უფროსის თანამდებობაზე, ფაქტობრივად, ამ უწყების შექმნიდანვე, 2015 წლის სექტემბრიდან მუშაობდა.

 

 

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version