კურორტ გოდერძიზე სეზონის გახსნა 22 დეკემბერს იგეგმება, იმ შემთხვევაში თუ თოვლი მოვა. მთის კურორტების კომპანიის ინფორმაციით კურორტი გახსნისთვის მზადაა, თუმცა ამ დროისთვის კურორტზე თოვლის საფარი მხოლოდ 20-30 სანტიმეტრს აღწევს, რაც საკმარისი არ არის, ამიტომაც თუ 22 დეკემბრამდე თოვლი არ მოვა, შესაძლოა სეზონის ოფიციალური გახსნა ისევ გადაიდოს:

„ პირველად ხდება, როცა დეკემბერში გოდერძიზე თოვლის საფარის პრობლემა გვაქვს, ის რაც არის არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ტექნიკამ იმუშაოს. ახლა რომ დავიწყოთ ტკეპნა ატალახდება, ამიტომ აზრი არ აქვს.“ – ამბობს მთის კურორტების მენეჯერი გიორგი ლომაია.

რაც შეეხება საბაგიროს, საბაგირო ამ დროისთვის ტესტურ რეჟიმში მუშაობს და ტურისტებისთვის ის გახსნილი არ არის: „ სეზონის გახნისთანავე იგეგმება საბაგიროს გახსნაც.“

მთის კურორტების კომპანიას ჯერჯერობით არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია იმაზე საკურორტო სეზონის გახსნას დაესწრება თუ არა საქართველოს პრემიერი, მამუკა ბახტაძე დღეს  კურორტ გუდაურის გახსნას ესწრებოდა , სადაც მან გამოსვლისას აქცენტი ზამთრის კურორტების უსაფრთხოების საკითხებზე გააკეთა.

პრემიერი თქმით მთავრობამ წარსულის გამოცდილება გაიზიარა და წელს საქართველოს ზამთრის კურორტებზე, მათ შორის აჭარის მაღალმთიანეთში „ახლად ეკიპირებული პატრული , სულ 82 ადამიანი იმუშავებს“  პრემიერის ინფორმაციით მათ სპეციალური გადამზადება გაიარეს.

კურორტის გახსნა წელს 8 დეკემბერს იგეგმებოდა, თუმცა იგივე მიზეზით ის ერთხელ უკვე გადაიდო.

მთავარი ფოტო: კურორტ „გოდერძის“ პრესსამსახური.

Exit mobile version