დათოვლილი კურორტი გოდერძი [ფოტო]

კურორტ გოდერძიზე ტურისტული სეზონი ოფიციალურად 8 დეკემბერს გაიხსნება. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, კურორტზე მიმდინარე 16 საინვესტიციო პროექტის ღირებულება ამ ეტაპზე 129 მილიონი ლარია და საბოლოოდ კურორტი ერთდროულად 1 000-ზე მეტი ვიზიტორის მიღებას შეძლებს. კურორტი ზღვის დონიდან 2300 მეტრზე მდებარეობს.