ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისა და ქალაქის გაფორმებისთვის 700 000 ლარი გამოყო

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ბათუმის კულტურის ცენტრმა ტენდერი გამოაცხადა. 2018 წლის 25 დეკემბრიდან 2019 წლის 3 იანვრის ჩათვლით, შესაბამისი მომსახურებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან 273 500 ლარია გამოყოფილი. ღონისძიებებში შედის მთავარი საახალწლო ნაძვის ხის ანთება, ფეიერვერკები 25 და 31 დეკემბერს, სხვადასხვა ინსტალაციის მოწყობა, თეატრალური წარმოდგენებისა და ბავშვთა გასართობი სცენების მოწყობა და სხვა. კულტურის ცენტრი ტენდერში მონაწილეებს ინსტალაციების ნიმუშებსაც სთავაზობს. … ვრცლად  ბათუმის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისა და ქალაქის გაფორმებისთვის 700 000 ლარი გამოყო