პრეზიდენტმა მთავრობას უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურის სასწრაფოდ შექმნისკენ მოუწოდა 

დღეს, პირველ ნოემბერს, ბათუმში მიმდინარე რიგით მე-12 “საქართველოს თავდაცვის და უსაფრთხოების კონფერენციაზე” (GDSC)  საქართველოს პრეზიდენტმა მთავრობას მოუწოდა, სასწრაფოდ შექმნას უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურა და აღნიშნა, რომ აუცილებელია ისეთი სტრუქტურის შექმნა, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მიიღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან მიმართებაში. „მინდა, მოვუწოდო კოლეგებს, რომ სასწრაფოდ, ინტენსიურად შესრულდეს ის დაპირება, რომელიც იქნა დადებული ახალი სტრუქტურით უშიშროების საბჭოს ჩანაცვლებასთან … ვრცლად პრეზიდენტმა მთავრობას უშიშროების საბჭოს ჩამნაცვლებელი სტრუქტურის სასწრაფოდ შექმნისკენ მოუწოდა