ბათუმში, ბაგრატიონისა ქუჩაზე, 17-სართულიან კორპუსში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე სამზარეულოში გაჩნდა.

როგორც სახანძრო-სამაშველო სამსახურში გვითხრეს, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი იყო მობილიზებული.

სამაშველო სამსახურის თანამშრომელთა ინფორმაციით, დაიწვა 60 კვადრატული მეტრი საცხოვრებელი. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

“მაშველებმა მოახერხეს ამ სადარბაზოდან მოსახლეობის დროული ევაკუაცია. დაიწვა ერთი ბინა. დეტალური ინფორმაცია გავრცელდება მალე. ბინაში ხანძრის დროს არავინ იმყოფებოდა,” – ამბობს მამუკა თურმანიძე, სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომელი.

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version