1993 წლის 27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა. ამ დღეს სოხუმი დატოვეს ქართველებმა და ათასობით ადამიანი დევნილად იქცა საკუთარ ქვეყანაში. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრულ ბიბლიოთეკა “ივერიელში” აფხაზეთის ომის ამსახველი არაერთი ფოტოა დაცული.












