გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 17-18 სექტემბერს ბათუმში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დროგამოშვებით ხანმოკლე წვიმა.
იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში.
ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში იქნება:
- დღისით: 21 – 26 გრადუსი
- ღამით: 15 – 20 გრადუსი
მთაში მოსალოდნელია:
- დღისით: 15 – 20 გრადუსი
- ღამით: 6 – 11 გრადუსი
ზღვის წყლის ტემპერატურა ამჟამად 25 გრადუსია. ტალღის სიმაღლე: 7-12 დმ (2-3 ბალი).
სინოპტიკოსების ცნობით, 19-20 სექტემბერს ბათუმში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი.