აჭარის ღია ჩემპიონატი ოფროუდში [ფოტო]

ხელვაჩაურის სოფელ ჭარნალში აჭარის ღია ჩემპიონატი – „კოლხეთი 2018“ იმართება ოფროუდში.  ჩემპიონატში საქართველოდან და თურქეთიდან 25-მდე ავტომობილი მონაწილეობს. შეჯიბრი სამ კატეგორიაშია: 2,5-მდე ძრავიანი ავტომობილები, 2,5-ზე მეტი და აბსოლუტური, პროფესიონალური კატეგორია. ჩემპიონატის ორგანიზატორი აჭარის ოფროუდის ფედერაციაა.