დაბა ურეკში მაშველებმა ზღვაში შესული რუსეთის ორი მოქალაქე გადაარჩინეს.  53 და 42 წლის ქალები ზღვის სიღრმიდან ნაპირზე გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ტურისტები მაშველების მიერ უსაფრთხო ადგილზე არიან გამოყვანილები.

დაბა ურეკში ცოტა ხნის წინ მაშველებმა სასტუმრო “კოლხიდას” მიმდებარე ტერიტორიაზე ზღვიდან კიდევ 28 წლის კაცი, საქართველოს მოქალაქე გამოიყვანეს.

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version