ცოტა ხნის წინ ბათუმში, ზღვაში, მაშველებმა მირიან გვიანიძემ და თორნიკე ნაგერვაძემ 43 წლის მამაკაცი გადაარჩინეს. მამაკაცი სანაპიროდან ზღვაში 100 მეტრის დაშორებით იყო შესული და შველას ითხოვდა. სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
დღეს, 9 აგვისტოს, ზღვაზე მოსალოდნელია 4-5-ბალიანი შტორმი, რის გამოც ბანაობა აკრძალულია. დღის განმავლობაში ტალღების სიმაღლემ შესაძლოა 1,5 მეტრიდან 3 მეტრამდე მიაღწიოს.
სამაშველო სამსახური დამსვენებლებს მოუწოდებს ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.
