ბათუმის მერიამ აღმაშენებლისა და ტბელ აბუსერიძის ქუჩების გადაკვეთაზე არსებულ წრიულში, სადაც აღმაშენებლის ძეგლის დადგმას აპირებს, მემორიალური ქვა განათავსა.

ბათუმის მერიის პრესსამსახურში „ბათუმელებს“ რამდენიმე დღის წინ უთხრეს, რომ დავით აღმაშენებლის ძეგლის ესკიზის შესარჩევად მერია კონკურსს გამოაცხადებს, მანამდე კი, შერჩეულ ადგილზე დავით აღმაშენებლის მემორიალს 12 აგვისტოს განათავსებდა. თუმცა მემორიალური ქვა წრიულში უკვე მეორე დღეა დადგმულია.

აღნიშნულ წრიულთან თავს ექვსი ქუჩა იყრის: აბუსერიძის, კაჭარავას, აღმაშენებლის, კობალაძის, ანგისის და აეროპორტის გზატკეცილი. წრიულში დამონტაჟებულია გარეგანათება და ვიდეოსათვალთვალო კამერებიც.

ბათუმში დავით აღმაშენებლის ძეგლის დადგმის საკითხი მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც „ქართულმა მარშმა“ ფეისბუქზე დეზინფორმაციული კამპანია დაიწყო. „მარში“ წერდა, რომ ადგილობრივი მთავრობა ბათუმში ძეგლის დადგმას მეზობელი სახელმწიფოების მოთხოვნით ვერ ბედავდა. „ქართულ მარშს“ 12 აგვისტოსთვის ბათუმში აქციის გამართვაც აქვს დაანონსებული.

ბათუმი , აღმაშენებლისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთა / 6.08.2018 /
ბათუმი , აბუსერიძისა და კობალაძის ქუჩების კვეთა / 6.08.2018 /
ბათუმი , აღმაშენებლისა და აბუსერიძის ქუჩების კვეთა / 6.08.2018 /

 

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version