ბათუმის ამერიკულ კუთხეში თანამედროვე 3D დიზაინის შექმნის, 3D მოდელირებისა და 3D ბეჭდვის კურსები ტარდება. პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ 14-დან 24 წლამდე ახალგაზრდებს, რომლებსაც კომპიუტერის საბაზისო ცოდნა გააჩნიათ (იგულისხმება ინტერნეტში მუშაობა, სწრაფი ღილაკები, საოფისე პროგრამები, მარტივი დიზაინების აწყობა).

შეხვედრები გაგრძელდება 17-20 ივლისის ჩათვლით (12:00 სთ-16:00 სთ)

3D – New Ways Camp გულისხმობს ახალგაზრდების დაინტერესებას სამგანზომილებიანი ობიექტების შექმნისთვის, დაპროექტებას, დიზაინის აწყობას, ბეჭდვასა და მათ გამოყენებას. სამგანზომილებიანი ობიექტების ვირტუალურ რეალობაში ნახვა შესაძლებელია VR – სათვალეების გამოყენებით. სესიების განმვალობაში ახალგაზრდები დაეუფლებიან სპეციალურ მიდგომებს, პროგრამულ უზრუნველყოფებს, ონლაინ- პლატფორმებს, ხელსაწყოებსა და მათ გამოყენების გზებს.
ისინი ასევე შეძლებენ შექმნან საკუთარი პროდუქტი.

მსურველებს შეუძიათ დაუკავშრდნენ ამერიკუ კუთხეს ფეისბუქ გვერდის პირად მიმოწერაში. ონლაინ რეგისტრაციის გავლის ბოლო ვადაა 16 ივლისის 18:00 სთ.

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version