2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით მატჩი საქართველო შოტლანდიას შორის საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა შოტლანდიის U20 39:31 დაამარცხეს.
U20 -ის ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევაა, როდესაც საქართველოს ნაკრების უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე სამი მატჩი მოიგეს.
6 ერის ორ ქვეყანას მოუგეს და ისტორიაში პირველად მე-9 ადგილი დაიკავეს. გარდა ამისა, საქართველომ კიდევ ერთი რეკორდი მოხსნა – უმცროსი ბორჯღალოსნები პირველი გუნდია, რომელიც ქვემო დივიზიონიდან ამოსვლის შემდეგ ზედიზედ სამჯერ დარჩა ელიტაში.
მთავარი ფოტო: ლევან ვერძეული/საქართველოს რაგბის კავშირი