ბათუმი-ჩაქვის გვირაბთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად რვა ადამიანი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის ინფორმაციით, ექვსი დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.  დაშავებულებს სხვადასხვა სახის მოტეხილობა აღენიშნებათ.

ავტოსაგზაო შემთხვევა რამდენიმე წუთის მოხდა.  შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version