10 აპრილს საბაჟო გამშვებ პუნქტებში – „ქუთაისის აეროპორტსა“ და „სარფში“  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტების ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ შემოტანის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაცია ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა დღეს გაავრცელა.

სამინისტროს ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, სომხეთისა და პოლონეთის მოქალაქეების კუთვნილი ხელბარგისა და ფიზიკური  დათვალიერებისას, 14 კაპსულა ფსიქოტროპული და 65,135  გრ. ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.

საქმეთა მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ერთეულებს გადაეცათ.

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version