კომპანია “ბათუმის წყლის” ინფორმაციით, მაიაკოვსკის ქუჩაზე დაზიანდა 300 მმ-იანი წყალმომარაგების მილი. მილის აღსადგენად სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რის გამოც სერგი მესხის, მაიაკოვსკისა და გოგოლის ქუჩებს წყლის მიწოდება შეუწყდება.

კომპანიის ცნობით, ამ ქუჩებზე წყლის მიწოდება 14:00 საათზე აღდგება.

 

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version