როდის გაიხსნება McDonald’s-ი ევროპის მოედანთან 

კომპანია „თ და კ რესტორნები“, რომელიც McDonald’s-ის სწრაფი კვების საერთაშორისო ქსელს ოპერირებს საქართველოში, ბათუმში, ევროპის მოედანთან, ყოფილი „ლიზარანის“ ადგილზე, „მაკდონალდსის“ რიგით მეორე რესტორანს გახსნის. რესტორანი, სავარაუდოდ, მაისში გაიხსნება. „ბათუმში, ევროპის მოედანთან, რესტორანი სეზონის გახსნამდე აუცილებლად ამუშავდება. McDonald’s-ი ხიმშიაშვილის ქუჩაზეც ჩვეულებრივად გააგრძელებს მუშაობას“, – გვითხრეს კომპანიის მარკეტინგის სამსახურში. კომპანიაში ასევე განაცხადეს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური სარემონტო სამუშაოები, ევროპაში … ვრცლად როდის გაიხსნება McDonald’s-ი ევროპის მოედანთან