22 მარტს თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფის“  ფუნქციონირების შეჩერების გამო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მოუწოდებს დაინტერესებულ პირებს, 22 მარტს,  08:00 საათიდან 20:00 საათამდე თურქეთის რესპუბლიკაში გასამგზავრებლად ისარგებლონ საბაჟო გამშვები პუნქტების – „ვალესა“ და „კარწახის“ მომსახურებით.

22 მარტს, დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“ მიმდინარე სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო,  საბაჟო გამშვები პუნქტი „სარფი“ დროებით ფუნქციონირებას შეწყვეტს. შესაბამისად, აღნიშნული დროის განმავლობაში თურქეთ-საქართველოს შორის მგზავრთა, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმოსვლა, სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, შეიზღუდება.

 

Published by ია ფრანგიშვილი

ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან

Exit mobile version