შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეს, 19 მარტს, სკოლის საატესტატო გამოცდებზე მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო.

როგორც ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, რეგისტრაციის დაწყების შესახებ სკოლის დირექტორებმა უკვე მიიღეს ინფორმაცია.  „2017-2018 სასწავლო წლის სკოლის გამოსაშვები გამოცდებისათვის მოსწავლეები 19 მარტის 12:00 საათიდან 2 აპრილის 18:00 საათამდე უნდა დაარეგისტრირონ სკოლებმა“.

რაც შეეხება გამოცდების განრიგს, ჯერ დამტკიცებული არ არის. „განრიგი დამტკიცებისთანავე გამოქვეყნდება,“- ამბობენ გამოცდების ცენტრში.

 

 

 

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version