ბრიტანული გამოცემა „გარდიანი“ აცხადებს ყოველკვირეულ ფოტოკონკურსს თემების მიხედვით. კონკურსში მონაწილეობა მთელი მსოფლიოს დამწყებ, მოყვარულ და პროფესიონალ ფოტოგრაფებს შეუძლიათ – ყველას, ვისაც გადაღება უყვარს და მიიჩნევს, რომ საქმე კარგად გამოსდის.

კონკურსის ამ კვირის თემაა „სივიწროვე“.

ამ კვირის ფოტოკონკურსის მონაწილეებმა „სივიწროვის“ თემაზე უნდა გადაიღონ ფოტო, სპეციალურად გამოყოფილ გრაფაში აღწერონ, სად არის კადრი გადაღებული, სად ჩანს ფოტოზე „სივიწროვის“ თემა, რა ხდება კადრზე და ა.შ.

ბრიტანული გამოცემის გუნდი შერჩეულ, საუკეთესო კადრებს კვირას, 25 მარტს „Guardian”-ის გალერეაში გამოაქვეყნებს რუბრიკა: Observer New Review-ის გვერდზე. რუბრიკის მიზანი სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარება, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტებისა და გამოცემა „Guardian”-ის თანამშრომლობის გაღრმავებაა.

ფოტოკონკურსის დედლაინი 21 მარტის 10:00 საათია, ბრიტანეთის დროით.

კონკურსზე ფოტოს გასაგზავნად გადადით ლინკზე, აირჩიეთ გრაფა: Add your contribution და მიყევით მითითებებს.

წყარო: Theguardian

Published by თამარ ნერგაძე

თამარ ნერგაძე არის "ბათუმელების" რეპორტიორი 2017 წლის ოქტომბრიდან. ტელ.: 568 81 41 75 / E-mail.: tamarnergadze123@gmail.com

Exit mobile version