ბათუმის ბულვარში ე.წ „პრომინადის“ გასწვრივ სასეირნო ბილიკი გადაკეტილია. აქ, როგორც ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, ბილიკის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

„ბათუმის ბულვარის“ ინფორმაციით, დაზიანებულია 2 100 კვ. მეტრი სასეირნო მონაკვეთი, რომელიც დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში უნდა აღდგეს.

„ამ ეტაპისათვის სხვადასხვა მონაკვეთზე ბეტონის საფარის დასხმითი სამუშაოები მიმდინარეობს,“-ამბობენ „ბათუმის ბულვარში“.

სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ბიუჯეტიდან 148 895 ლარია გამოყოფილი.

 

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version