გუშინ, 10 მარტს, ბათუმში, ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე, მშენებლობიდან გადმოვარდნილი 13 წლის მოზარდის მდგომარეობა მძიმეა. იგი  ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში, რეანიმაციის დეპარტამენტში ხელოვნურ სუნთქვაზე იმყოფება: „ყველაფერი კეთდება, ყველანაირი მკურნალობა უტარდება ბავშვს,“ – გვითხრეს საავადმყოფოში.

ბათუმის სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ინფორმაციით, ბიჭი, როგორც შემთხვევის ადგილზე ითქვა, სასტუმროს მშენებარე [დაუსრულებელი] კორპუსის მაღალი სართულიდან გადმოვარდა: „ბავშვს თავიდან ფეხებამდე თითქმის ყველაფერი დაზიანებული ჰქონდა – არის მოტეხილობები, ტვინის ტრავმაც“.

შს სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს გამოძიება სს კოდექსის 124-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გაუფრთხილებლობით.

Published by თედო ჯორბენაძე

თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com

Exit mobile version