ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე. ე.წ. მეზღვაურთა საცხოვრებელ კორპუსში ხანძარია. ამ წუთებში, ადგილზე მობილიზებულია სახანძრო და სამაშველო სამსახურები. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

სამაშველოს ინფორმაციით, ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ცეცხლი კორპუსის მეხუთე სართულზე გაჩნდა, სახლის მეპატრონე ბინაში არ იმყოფებოდა. მათივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. კონკრეტულად რამ გამოწვია აალება, ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 187 მუხლით მიმდინარეობს.

საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობა ევაკუირებულია
ადგილზე იმყოფება პოლიცია, სასწრაფო და სამაშველო სამსახურებიც. ხანძრის გამო გარკვეული დროით ლერმონტოვის ქუჩა გადაიკეტა.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version