15 მილიონი წლის წინანდელი ტყე – ქვაში
გოდერძის უღელტეხილზე, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის გასწვრივ, თუ კარგად დააკვირდებით, მარაოსებურად გაშლილ პალმებსაც შეამჩნევთ, ნახევარი მეტრი სიგრძის ფოთლები; ასევე ქაფურის ხეებს, დაფნებს, რომელთა მსგავსი დღეს სამხრეთ იაპონიასა და აფრიკის დასავლეთით – კანარის კუნძულებზე გვხვდება; გვიმრისნაირებიდან კი ისეთ სახეობებს, რომლებიც მხოლოდ ინდოეთსა და სამხრეთ ჩინეთში ხარობენ; აქვეა ლეღვი, ხეჭრელი, მუხა, ტირიფი, ნეკერჩხალი, ფიჭვისებრნი – სულ ოთხმოცამდე ჯიშის მცენარე… ეს ყველაფერი დღეს გაქვავებულია და ამ ადგილამდე ირგვლივ მხოლოდ სუბალპური მდელოებია. 10-15 მილიონი წლის წინ კი, აქ თბილი ჰავისა და ხშირი წვიმის გამო სუბტროპიკულ ტყეებს თითქმის გაუვალს ხდიდა ლელი, ლაქაში, გვიმრები და ბუჩქნარი.
დააკოპირეთ და ჩასვით ეს მისამართი თქვენს WordPress-საიტზე
დააკოპირეთ და ჩასვით ეს კოდი თქვენს საიტზე