სასამართლოში პოლიციელის მკვლელობის ღამის კადრები აჩვენეს

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს ის ვიდეო კადრები აჩვენეს, რომელიც 27 დეკემბერს ღამის კლუბ „ლეგასის“ სათავალთვალო კამერებიდან იქნა ამოღებული. 27 დეკემბერს „ლეგასიში“ პოლიციის თანამშრომელი თარაშ მუკბანიანი მოკლეს. განზრახ მკვლელობაში ბრალი  სპორტსმენ რამაზე დევაძეს აქვს წაყენებული.