კონკურსი ორ ეტაპად ჩატარდა, კლუბის წევრები 2016 სასწავლო წლის დასრულებამდე საგანმანათლებლო, შემეცნებითი და საზოგადოებრივი მიმართულებით განახორციელებენ სხვადასხვა აქტივობას.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო „სასკოლო კლუბების ხელშეწყობის ქვეპროგრამას“ 2011 წლიდან   ახორციელებს, რომლის მიზანია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასკოლო კლუბების განვითარების ხელშეწყობა. ამ მიზნით  სამინისტრო აფინანსებს სასკოლო კლუბების ინიციატივებს 3 000  ლარის ოდენობით.


გასულ წელს სულ 11 კლუბი დაფინანსდა. აქედან 3 სასკოლო კლუბი ბათუმში (პირველი, მეორე და მერვე საჯარო სკოლა), ორი – ხელვაჩაურში, ორი – ქედაში, ორი – შუახევში, თითო-თითო სასკოლო კლუბი კი – ხულოსა და ქობულეთში.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version