დღეს, 25 დეკემბერს, მედიცინის მუშაკთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ 2017 წლის საქმიანობა შეაჯამა და მედიცინის სფეროს 20 წარმომადგენელი დააჯილდოვა. მათი უმრავლესობა ექიმია.

დაჯილდოვდნენ:

გული ქიქავა, მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრის კარდიოლოგი;

ნათელა ანანიძე, კლინიკა „მედცენტრის“ ონკოგინეკოლოგი;

რამაზ შაქარაძე, ქობულეთის რეგიონული საავადმყოფოს ზოგადი ქირურგი;

ალექსი ცეცხლაძე, ბობოყვათის ამბულატორიის ექიმი;

ლალი კალანდაძე, ბათუმის სამშობიარო სახლის მეან-გინეკოლოგი;

მართა სიორდია, ჩაქვის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ოჯახის ექიმი;

ლიანა დეხტიარევა, გონიოს თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ოჯახის ექიმი;

ნანა დონდოლაძე, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომელი;

რუსუდან სალუქვაძე, სოციალური მომსახურების საააგენტოს აჭარის  ფილიალის უფროსის მოადგილე;

გურამ  ქარცივაძე, ბარათაულის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის თერაპევტი;

ციცინო შავაძე, დიდაჭარის სოფლების: ირემაძეების, გობაძეებისა და ბოძაურის ოჯახის ექიმი, ხულოს საავადმყოფოს ექიმი – პედიატრი;

თამაზ აბაშიძე, თხილნარის თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი;

ირინა ზამთარაძე, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმი;

თენგიზ თებიძე, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის ქირურგიული დეპარტამენტის უფროსი;

თამაზ ხმალაძე, ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის  ექიმი;  

ნანა საყვარელიძე, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა  დღის ცენტრ ,,თანას“ დირექტორი;

ლევან (ნუკრი) ბეჟანიძე, მეან-გინეკოლოგი. 2016 წლიდან არის ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში;

გიორგი ხალვაში, დანდალოს თემის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ექიმი;

ირმა სანიკიძე, აჭარის დასაქმების სააგენტოს ბათუმის განყოფილების ხელმძღვანელი;

მინდია კახიძე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორი.

დაჯილდოებულებს სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

Published by ნანა კვაჭაძე

ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com

Exit mobile version