სასტუმრო „ლეოგრანდის“ იურისტის, ირაკლი ჟორჟოლიანის განცხადებით, შესაძლებელია სასტუმრო „ლეოგრანდმა“  სახელწოდება შეიცვალოს. იურისტის თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის, თუმცა „სავარაუდოდ, გადაწყვეტილება იქნება მიღებული,“-ამბობს ირაკლი ჟორჟოლიანი „ბათუმელებთან“ საუბრისას.

სასტუმრო „ლეოგრანდში“ 24 ნოემბერს ხანძარი გაჩნდა, რის შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა, 21 კი დაშავდა. ხანძრის გაჩენის ფაქტზე სსკ-ს 243-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით ვისი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს, ჯერჯერობით უცნობია.

Published by ლელა დუმბაძე

ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com

Exit mobile version