კომპანია სასარგებლო წიაღისეულს მოიპოვებს შემდეგ ადგილებში და შემდეგი რაოდენობით:

შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) – 8950 კუბ/მ ქვიშა-ხრეში;

ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) – 18 000 კუბ/მ ქვიშა-ხრეში;

ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) 56 410 კუბ/მ ქვიშა-ხრეში;

შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“ ვალდებულია: უზრუნველყოს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს შესაბამისი დასკვნებით (გეოსაინფორმაციო პაკეტები) განსაზღვრული პირობების შესრულება;

მოპოვებული სასარგებლო წიაღისეული გამოიყენოს, მხოლოდ, „შუახევი ჰესის“ სამშენებლო სამუშაოების განხორციელების მიზნით;

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლებისათვის,  უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შემდეგი ოდენობის თანხების გადახდა:

შუახევის მუნიციპალიტეტის დაბა შუახევის მიმდებარე ტერიტორიაზე 8950 კუბ/მ  ქვიშა-ხრეშის მოპოვებისათვის – 1557 ლარი;

ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) – 18 000  კუბ/მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 3130 ლარი;

ქედის მუნიციპალიტეტის სოფ. დანდალოს მიმდებარე ტერიტორიაზე (მდ. აჭარისწყალი) 56 410 კუბ/მ ქვიშა-ხრეშის მოპოვებისთვის – 9810 ლარი.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Exit mobile version