წვიმიანი დღეების შემდეგ ბათუმში დღეს გამოიდარა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონულ ჰიდრომეტეოროლოგიურ ობსერვატორიაში ამბობენ, რომ აჭარაში უნალექო ამინდი სამი დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

„მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უნალექო ამინდი, იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში, ჰაერის ტემპერატურა სანაპირო რაიონებში ღამით იქნება 5-10, დღისით – 13-18 გრადუსი. მთაში ღამით -3  – +2 გრადუსია მოსალოდნელი“.

ზღვის წყლის ტემპერატურა 15, 5 გრადუსია.

Published by ბათუმელები

გაზეთი "ბათუმელები" გამოდის 2001 წლიდან.

Exit mobile version