დღეს, 5 სექტემბერს, „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ფინალისტები გამოვლინდნენ.
საუკეთესო ხუთეულში არიან:
- არჩილ თოდუა – ზუგდიდის მე-9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;
- მაგდა მიქაბერიძე – თბილისის 45-ე საჯარო სკოლის დაწყებითი განათლების მასწავლებელი;
- ეკატერინე ჩიქოვანი – თბილისის საერთაშორისო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- მადონა წერედიანი – მესტიის სოფელ ლატალის საჯარო სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი;
- ლაურა ჯიმშელეიშვილი – დამოუკიდებელი საერო გიმნაზია „შავნაბადას“ ბიოლოგიისა და ბუნებისმეტყველების მასწავლებელი.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალი ოქტომბერში, მასწავლებლის საერთაშორისო დღეზე გაიმართება.
გამარჯვებულ მასწავლებელს 15 000 ლარი გადაეცემა საჩუქრად.
დასაჩუქრდებიან ფინალისტებიც.
კონკურსის გენერალური სპონსორი „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდია“.
მასწავლებლის ეროვნული ჯილდო 2017 წლიდან არსებობს. ჯილდოს დაწესების მიზანი შემოქმედებითი და პროფესიონალი მასწავლებლების გამოვლენაა. ასევე, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციაც.
ინიციატივა გლობალური კამპანიის – The Global Teacher Prize-ის ნაწილს წარმოადგენს. ჯილდო მიზნად ისახავს საქართველოში პროფესიის პოპულარიზაციას, პედაგოგების პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და საზოგადოებისათვის მათ წარდგენას.