Batumelebi | 2021 | აგვისტო | 28 28.08.2021 – Batumelebi
RU | GE  

ბერმა ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ბერმა ჟურნალისტს შეურაცხყოფა მიაყენა

ასპინძაში, თავკვეთულას მონასტერში მცხოვრებმა ბერმა იოანემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. „ფორმულას“ ინფორმაციით, ბერი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთან უკანონო მშენებლობას აწარმოებს, კერძოდ, სატრაპეზოს აშენებს. სწორედ ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად იყო ჟურნალისტი... Read More

სკოლებში სწავლა დაიწყება, თუ მასწავლებლების 80% აიცრება, აცრილია 46%

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სკოლებში სწავლა დაიწყება, თუ მასწავლებლების 80% აიცრება, აცრილია 46%

სწავლა სკოლის შენობებში რომ განახლდეს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მასწავლებლების 80 პროცენტი უნდა იყოს აცრილი. განათლების სამინისტროს ინფორმაციით კი, ქვეყანაში დღეს მასწავლებლების მხოლოდ 46 პროცენტია აცრილი.... Read More

არა დიქტატორთან შეთანხმებას – დევნილი ბელარუსების საპროტესტო აქცია ბათუმში

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: არა დიქტატორთან შეთანხმებას – დევნილი ბელარუსების საპროტესტო აქცია ბათუმში

დღეს, 28 აგვისტოს, ბათუმში ბელარუსმა აქტივისტებმა სახელმწიფოს უსაფრთხოების სამსახურის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ამ ფორმით კიდევ ერთხელ გააპროტესტეს საქართველოს სუს-სა და ბელარუსის უშიშროების კომიტეტს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების... Read More

დასრულდა სატუმბი სადგური, რომელიც ბათუმის დატბორვის საფრთხეს შეამცირებს

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: დასრულდა სატუმბი სადგური, რომელიც ბათუმის დატბორვის საფრთხეს შეამცირებს

ბათუმში, ბათუმში, არდაგანის ტბასა და საცხოვრებელ კორპუს „მაგნოლიას“ შორის ტერიტორიაზე სანიაღვრე სატუმბი სადგურის მშენებლობა დასრულდა. ამ სადგურმა უნდა შეამციროს როგორც ქალაქის დატბორვის საფრთხე, ისე არდაგანის ტბის დაჭაობება. პროექტი KFW-სთან და... Read More

აჭარაში კოვიდის 456 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: აჭარაში კოვიდის 456 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 7 პაციენტი

28 აგვისტოს დილის მონაცემებით აჭარაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 456 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში რეგიონში 7 პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. პანდემიის დაწყებიდან დღემდე პერიოდში აჭარაში კოვიდით სულ 1 011 ადამიანი... Read More

ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით დედა-შვილი გარდაიცვალა. ორივე მათგანი კორონავირუსზე ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში [ბაუ] მკურნალობდა. დედა-შვილი კლინიკაში 30 ივლისს შეიყვანეს, კოვიდის მწვავე ფორმით. „რთულად მიმდინარეობდა კოვიდის მართვა. შემდეგ მოხდა ორივე მათგანის ინტუბაცია [მართვით... Read More

სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელს სამსახურში კოვიდპასპორტის წარდგენა დაევალა

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელს სამსახურში კოვიდპასპორტის წარდგენა დაევალა

ომბუდსმენმა სახალხო დამცველის აპარატში მომუშავეებს კოვიდ საბუთის წარდგენის ვალდებულება დააკისრა. შესაბამის ბრძანებას ნინო ლომჯარიამ ხელი 26 აგვისტოს მოაწერა. ამ ბრძანების თანახმად, სახალხო დამცველის აპარატის ყველა თანამშრომელი ვალდებულია სამსახურში წარადგინოს სრული... Read More

დადასტურდა კორონავირუსის 4 247 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 74 ადამიანი

გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: დადასტურდა კორონავირუსის 4 247 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 74 ადამიანი

28 აგვისტოს დილის მონაცემებით ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 4 247ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამავე პერიოდში ვირუსით გარდაიცვალა 74 ადამიანი. რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას, გასულ 24 საათში 3 053 ადამიანი გამოჯანმრთელდა... Read More