Batumelebi | 2020 | October | 30 30.10.2020 – Batumelebi
RU | GE  

რატომ შეამცირა მთავრობამ 7 მილიონით აგრობარათების პროგრამა

Comments Off on რატომ შეამცირა მთავრობამ 7 მილიონით აგრობარათების პროგრამა

პროგრამის ბიუჯეტი, რომლიც ფერმერთა დახმარებას ითვალისწინებს, მთავრობამ 37 მილიონი ლარიდან 30 მილიონამდე შეამცირა. მთავრობის დადგენილება პროგრამის დაფინანსების 7 მილიონი ლარით შემცირებაზე დღეს, 30 ოქტომბერს ამოქმედდა. ეს სახელმწიფო პროგრამა გარკვეული კატეგორიის... Read More

კოვიდინფიცირებული, რომელიც ცესკომ ხმის მიცემის უფლების გარეშე დატოვა

Comments Off on კოვიდინფიცირებული, რომელიც ცესკომ ხმის მიცემის უფლების გარეშე დატოვა

კოვიდდადებითი პაციენტები, რომელებიც საკუთარ ბინაში, სახლის პირობებში მკურნალობენ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადასატანი ყუთის სიაში ვერ მოხვდნენ, რამდენიმე მცდელობის მიუხედავად მათ უარი უთხრეს იმ მიზეზით, რომ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გადაცემულ სიაში... Read More

რუსეთის ბუნდოვანი როლი – სტატია კარტოგრაფების საქმეზე ფრანგულ Le Monde-ში

Comments Off on რუსეთის ბუნდოვანი როლი – სტატია კარტოგრაფების საქმეზე ფრანგულ Le Monde-ში

Le Monde საქართველოში დავით გარეჯი დაკავშირებულ მოვლენებსა და კარტოგრაფების საქმეზე დღეს ვრცელ სტატიას აქვეყნებს. გავლენიანი ფრანგული გამოცემა წერს, რომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ამ სკანდალმა შესაძლოა საარჩევნო ხმებზე... Read More

უსიმპტომო კოვიდპაციენტები სასწრაფოთი გადაჰყავთ, როცა ეს სხვას სასიცოცხლოდ სჭირდება – მოქალაქე

Comments Off on უსიმპტომო კოვიდპაციენტები სასწრაფოთი გადაჰყავთ, როცა ეს სხვას სასიცოცხლოდ სჭირდება – მოქალაქე

„რატომ უნდა გადაჰყავდეს სასწრაფოს კოვიდდადებითი ადამიანი, რომელიც უსიმპტომოა და ამ დროს სასწრაფო იგვიანებს პაციენტთან, რომელსაც გადაუდებელი დახმარება სჭირდება?“ – კითხულობს მოქალაქე ნატალია დევაძე. ნატალიამ თავისი ოჯახის შემთხვევაზე ჯანდაცვის სამინისტროს უკვე... Read More

გზების დეპარტამენტის დაკვეთით გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია

Comments Off on გზების დეპარტამენტის დაკვეთით გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ინტენსიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის, ხიდებისა და ხელოვნური ნაგებობების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ქობულეთის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ალამბარი-მჟავანაძეების მიმართულებით 990 მეტრ მონაკვეთზე დაგეგმილია ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობა. ამ... Read More

სოფელი ხულოში, სადაც არჩევნებზე არავინ მიდის

Comments Off on სოფელი ხულოში, სადაც არჩევნებზე არავინ მიდის

სოფელი, სადაც არჩევნებზე მისვლას არავინ აპირებს, წაბლანაა. ხულოს ამ სოფელში მოსახლეობა არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. „არავინ არ აპირებს მისვლას, დილით საარჩევნო უბანთან დავდგებით, იქ არავინ შევა,“ – ამბობს წაბლანაში მცხოვრები ბაჩი... Read More

ვისი გავლენით მუშაობენ სკოლები და დირექტორები – ჯანაშია განათლების პოლიტიკაზე

Comments Off on ვისი გავლენით მუშაობენ სკოლები და დირექტორები – ჯანაშია განათლების პოლიტიკაზე

რატომ ვერ თავისუფლდება საჯარო სკოლა პოლიტიკური გავლენებისგან, ვინ უნდა აიღოს სკოლის დირექტორი არჩევაზე პასუხისმგებლობა და როგორ უშლის ხელს დღეს არსებული სისტემა სკოლას განვითარებას – ამ თემაზე „ბათუმელები“ განათლების სპეციალისტს, სიმონ... Read More

რა პრობლემებს ხედავენ ბათუმში დეპუტატობის კანდიდატები – მწვანე პოლიტიკა

Comments Off on რა პრობლემებს ხედავენ ბათუმში დეპუტატობის კანდიდატები – მწვანე პოლიტიკა

რას ფიქრობენ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები, პარტიის ლიდერები, მწვანე პოლიტიკის საკითხებზე? – ამ თემაზე მათ „ბათუმელები“ არჩევნების წინ ესაუბრა. აქ წაიკითხავთ პოლიტიკოსების შეხედულებებს ისეთ თემებზე, როგორიცაა ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმა,... Read More

ძლიერი მიწისძვრა იზმირში, ჩამოინგრა 20 კორპუსი [ფოტო]

Comments Off on ძლიერი მიწისძვრა იზმირში, ჩამოინგრა 20 კორპუსი [ფოტო]

თურქეთში,  ქალაქ იზმირში 6,6-ბალიანი მიწისძვრა მოხდა. იზმირის მერი CNN TÜRK-თან საუბარში ამბობს, რომ დაახლოებით 20 საცხოვრებელი  კორპუსია დანგრეული. თურქეთის კატასტროფის და საგანგებო სიტუაციების სამმართველო ჯერ არ ავრცელებს ინფორმაციას დაშავებულებისა და... Read More

თურქეთის ქალაქ იზმირში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

Comments Off on თურქეთის ქალაქ იზმირში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

თურქეთში,  ქალაქ იზმირში 6,6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა თურქეთის დროით 14:51 წუთზე დაფიქსირდა სეფერიჰისარის რაიონის მახლობლად. შედეგად  დაინგრა საცხოვრებელი სახლები და დაიბზარა მრავალსართულიანი კორპუსები. ბიძგები იგრძნობოდა სტამბულსა და ბურსაშიც.... Read More

საქართველოში სიკვდილიანობა 1 მილიონ მოსახლეზე 71-მდე გაიზარდა – COVID19 

Comments Off on საქართველოში სიკვდილიანობა 1 მილიონ მოსახლეზე 71-მდე გაიზარდა – COVID19 

დღეის მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის 45 382 151 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელდა 33 018 697 და გარდაიცვალა 1 187 029 ადამიანი. COVID19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი ყველა ქვეყნისთვის სხვადასხვაა და იგი ყოველდღურად იცვლება.... Read More

აბიტურიენტობა საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად

Comments Off on აბიტურიენტობა საქართველოს უნივერსიტეტთან ერთად

წელს საქართველოს უნივერსიტეტი აბიტურიენტებისთვის განსაკუთრებულ პროექტს ახორციელებს – უფასო ონლაინ მოსამზადებელ კურსს ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩასაბარებლად, რაც თავის თავში მოიცავს როგორც სწავლებას, აგრეთვე იმიტირებული გამოცდების... Read More

ბათუმის მწვანე პოლიტიკის მხარდასაჭერად – „ბათუმელები“ ახალ კამპანიას იწყებს

Comments Off on ბათუმის მწვანე პოლიტიკის მხარდასაჭერად – „ბათუმელები“ ახალ კამპანიას იწყებს

2020 წლის არჩევნების წინ ბევრი დაპირება მოვისმინეთ, მათ შორის მწვანე პოლიტიკასთან დაკავშირებულ თემებზეც. პოლიტიკოსების პოზიცია ძირითადად ასეთია – მწვანე პოლიტიკა კარგია, გვჭირდება, თუმცა იგივე გვესმოდა წინა წლებშიც, არჩევნების შემდეგ კი... Read More

1 საათით გასვლის უფლება სახლიდან 1 კილომეტრის რადიუსში – შეზღუდვები საფრანგეთში

Comments Off on 1 საათით გასვლის უფლება სახლიდან 1 კილომეტრის რადიუსში – შეზღუდვები საფრანგეთში

საფრანგეთში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვები წესდება. მოქალაქეებს უფლება ექნებათ შინიდან მხოლოდ 1 საათით გავიდნენ და მხოლოდ 1 კილომეტრის რადიუსში იმოძრაონ. გადაადგილებისას ყველამ სპეციალურად შემუშავებული ფორმულარი უნდა შეავსოს, სადაც მიუთითებენ... Read More

ყუთს მხოლოდ 3 695-ს მიუტანენ, თვითიზოლაციაში 14 ათასზე მეტი ამომრჩეველია

Comments Off on ყუთს მხოლოდ 3 695-ს მიუტანენ, თვითიზოლაციაში 14 ათასზე მეტი ამომრჩეველია

ცესკოს ინფორმაციით, სპეცსიაში 3 695 ამომრჩეველი შეიყვანეს, რომლებიც არიან თვითიზოლაციაში. მათ ყუთს ადგილზე მიუტანენ. თუმცა ცესკოში აცხადებენ, რომ თავად 14 431 ამომრჩეველს დაუკავშირდნენ, რომლებიც იყვნენ ბაზაში და მოუწოდეს მოეთხოვათ გადასატანი... Read More

როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

Comments Off on როგორი ამინდი იქნება შაბათ-კვირას ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 30 ოქტომბრის 21 საათიდან 31 ოქტომბრის 21 საათამდე აჭარაში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, დღის პირველ ნახევარში – უმეტესად უნალექოდ, დღის მეორე ნახევრიდან კი... Read More

ტყვია ნეგატიურად აისახება ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზეც – ჯანმოს ექსპერტი

Comments Off on ტყვია ნეგატიურად აისახება ბავშვის ინტელექტუალურ განვითარებაზეც – ჯანმოს ექსპერტი

ტყვიით მოწამვლის პრევენციის კვირეულის ფარგლებში 29 ოქტომბერს ფეისბუქის პირდაპირ ჩართვაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ქიმიური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის განყოფილების ხელმძღვანელმა კეროლაინ ვიკერსმა ისაუბრა ტყვიის მავნე ზეგავლენაზე.  მან ტყვიის ექსპოზიციის მთავარ წყაროდ... Read More

გიორგი გახარია: სისტემური ჩაკეტვა არ იქნება

Comments Off on გიორგი გახარია: სისტემური ჩაკეტვა არ იქნება

„სისტემური ლოქდაუნი არ იქნება,“ – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს, 30 ოქტომბერს, ბრიფინგზე. ის გამოეხმაურა რამდენიმე ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება არჩევნების შემდეგ ქვეყანას ჩაკეტავს და ამით პროტესტის გამოხატვას... Read More

პანორამული გადასახედი და ტურისტული მანიშნებელი ქობულეთში – მერიამ კონკურსი გამოაცხადა

Comments Off on პანორამული გადასახედი და ტურისტული მანიშნებელი ქობულეთში – მერიამ კონკურსი გამოაცხადა

ქობულეთის მერია ზღვისპირას პანორამული გადასახედის, ხოლო ქალაქის შესასვლელში ტურისტული მანიშნებელი კონსტრუქციის ან ნაგებობის მოწყობას გეგმავს. შესაბამისი პროექტებისა და ხარჯთაღრიცხვის შედგენაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტმა კონკურსები უკვე გამოაცხადა, 10 და 15 ათასი ლარით.... Read More

აჭარაში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა

Comments Off on აჭარაში კორონავირუსით 5 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში აჭარაში კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა 70 წლის ქალი, მას ჰქონდა პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შაქრიანი დიაბეტი, იყო ინსულინდამოკიდებული, თირკმლის... Read More

აჭარაში კორონავირუსის 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 30 ოქტომბერი

Comments Off on აჭარაში კორონავირუსის 381 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 30 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 381 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 5 პაციენტი. აჭარის რეგიონში გამოჯანმრთელდა 258 კოვიდდადებითი პაციენტი. ჯამში გამოჯანმრთელებულია 7733 პაციენტი. 30 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების... Read More

კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 12

Comments Off on კორონავირუსის 1696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 12

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის გავრცელების 1 696 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. 30 ოქტომბრის დილის მდგომარეობით, გამოჯანმრთელდა 2 906 პაციენტი, გარდაიცვალა – 12. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 285-მდე გაიზარდა, ხოლო კორონავირუსისგან ჯამში... Read More