Batumelebi | 2020 | October | 19 19.10.2020 – Batumelebi
RU | GE  

10 ქალაქი, რომლებთანაც პირდაპირი რეგულარული ავიარეისები განახლდება

Comments Off on 10 ქალაქი, რომლებთანაც პირდაპირი რეგულარული ავიარეისები განახლდება

თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და მიუნხენის, პარიზისა და რიგის აეროპორტებს შორის 2020 წლის 13 ივლისიდან დაშვებულ პირდაპირ საერთაშორისო რეგულარულ ავიარეისებს კიდევ რამდენიმე ქალაქი დაემატა. საქართველოს მთავრობის 19 ოქტომბრის დადგენილებით: პირდაპირი საერთაშორისო... Read More

40 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში – Covid19

Comments Off on 40 მილიონზე მეტი ინფიცირებული მსოფლიოში – Covid19

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ დღეს, 19 ოქტომბერს, 40 118 314 შეადგინა. ყველაზე მეტი შემთხვევა ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის სტატისტიკური მონაცემებით აშშ-ში (8 156 970) ფიქსირდება, შემდეგ მოდის ინდოეთი (7... Read More

„უკვე მარტო ვშიმშილობ, წვიმდება… არ მინდა დავიშალოთ,“ – უმუშევრად დარჩენილების აქცია

Comments Off on „უკვე მარტო ვშიმშილობ, წვიმდება… არ მინდა დავიშალოთ,“ – უმუშევრად დარჩენილების აქცია

„ახლა ხელისუფლება და ოპოზიციაც გვპირდება, რომ არჩევნების შემდეგ გვიშველიან. ჩვენ გვინდა, რომ არჩევნებამდე მივაღწიოთ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ გიორგი გორგილაძე, ის პანდემიის დროს უმუშევარი დარჩა და დღეს, 19 ოქტომბერს, აჭარის მთავრობის... Read More

ბაზრებსა და ბაზრობებზე პირბადის სწორად ტარებას პოლიცია აკონტროლებს – შსს

Comments Off on ბაზრებსა და ბაზრობებზე პირბადის სწორად ტარებას პოლიცია აკონტროლებს – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ასევე, რეგიონული დანაყოფების თანამშრომლები, აგრარული ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიებზე კოვიდ19-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული წესებისა და რეკომენდაციების აღსრულების მონიტორინგს ახორციელებენ. „სამართალდამცველები დედაქალაქსა და საქართველოს... Read More

16 000-მდე ახალი შემთხვევა ერთ დღეში – რუსეთში კოვიდის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 

Comments Off on 16 000-მდე ახალი შემთხვევა ერთ დღეში – რუსეთში კოვიდის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა 

დღეს, 19 ოქტომბერს, რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 982 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყების დღიდან ქვეყანაში ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია. რუსეთში COVID19-ის დადასტურებული შემთხვევების მთლიანი რაოდენობა 1 415 316-ია. ყველაზე... Read More

სადახლოს საჯარო სკოლის რამდენიმე კლასის მოსწავლეები თვითიზოლაციაში არიან – სამინისტრო

Comments Off on სადახლოს საჯარო სკოლის რამდენიმე კლასის მოსწავლეები თვითიზოლაციაში არიან – სამინისტრო

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოს მე-2 საჯარო სკოლაში სამი კლასის მოსწავლეები თვითიზოლაციაში გადაიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების სამინისტრომ მოაწოდა „ბათუმელებს“. ამავე სკოლის მასწავლებელს კორონავირუსი წინა კვირას დაუდასტურდა, ახლა პედაგოგი კოვიდსასტუმროში იმყოფება.... Read More

როდის არის გარდაუვალი გლანდების ოპერაცია – ექიმის რჩევები

Comments Off on როდის არის გარდაუვალი გლანდების ოპერაცია – ექიმის რჩევები

ბავშვებსა და ზრდასრულებში ხშირია სასუნთქი გზების ანომალია და ანგინა. არის შემთხვევები, როდესაც გვგონია ღამით პირღია ძილი, სუნთქვის გართულება დროთა განმავლობაში გაივლის და ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას. რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფლად სუნთქვა? არასწორი... Read More

ექიმებს სჭირდებათ გვერდში დგომა და გაგება – ჯანდაცვის მინისტრი

Comments Off on ექიმებს სჭირდებათ გვერდში დგომა და გაგება – ჯანდაცვის მინისტრი

„ეს რიცხვები თქვენ დაგარწმუნებთ იმაში, რომ ისინი, როგორც გაზაფხულზე, ასევე დღესაც თავდაუზოგავად მუშაობენ. მათ ნამდვილად ესაჭიროებათ მეტი მხარდაჭერა, შესაბამისად, გვერდში დგომა და გაგება,“ – მიმართა დღეს, 19 ოქტომბერს, ჯანდაცვის მინისტრმა... Read More

სილქფესტი უფრო მეტი და მრავალფეროვანი შეთავაზებით ბრუნდება

Comments Off on სილქფესტი უფრო მეტი და მრავალფეროვანი შეთავაზებით ბრუნდება

მხოლოდ 20 ოქტომბერს, სილქფესტის აქციით მომხმარებელი შეძლებს სხვადასხვა შეთავაზებით ისარგებლოს. კოდით *202#  აბონენტები შეუზღუდავად გაიაქტიურებენ ცალკეულ პაკეტებს ან რამდენიმეს ერთად : პაკეტებით სარგებლობის ვადა 30 დღეა. აქცია ხელმისაწვდომია  ფიზიკური და იურიდიული პირი აბონენტებისათვის. ერთზე მეტი პაკეტის შეძენის... Read More

თუ წესებს არ იცავენ, ასე სწავლის გაგრძელება არ შეიძლება – გამყრელიძე უნივერსიტეტებზე

Comments Off on თუ წესებს არ იცავენ, ასე სწავლის გაგრძელება არ შეიძლება – გამყრელიძე უნივერსიტეტებზე

საკოორდინაციო საბჭოს განცხადებით, სკოლებისა და უნივერსიტეტების გადასაწყვეტია, ისინი სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ, თუ აუდიტორიებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ როგორც სკოლებში, ასევე სასწავლო დაწესებულებებში, უნივერსიტეტებში სწავლის განახლება ინდივიდუალური... Read More

ვარშავის სტადიონი დროებით კოვიდსაავადმყოფოდ გადაკეთდება

Comments Off on ვარშავის სტადიონი დროებით კოვიდსაავადმყოფოდ გადაკეთდება

პოლონეთის მთავრობამ უკვე დაიწყო ვარშავაში მდებარე ეროვნული სტადიონის გადაკეთება ქვეყნის პირველ საველე ჰოსპიტლად, რომელშიც კოვიდპაციენტები განთავსდებიან. “სამუშაოები შაბათს დაიწყო,”- ამის შესახებ პოლონეთის მთავრობამ ორშაბათს Twitter– ში განაცხადა. 58 50- ადგილიანი... Read More

რატომ აღადგინეს ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი – პრემიერის განმარტება

Comments Off on რატომ აღადგინეს ბათუმში საზოგადოებრივი ტრანსპორტი – პრემიერის განმარტება

რამდენად მართებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა ქალაქში, რომელშიც კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება? – ჰკითხეს ჟურნალისტებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. „აჭარა იყო პირველი რეგიონი საქართველოში, სადაც მოხდა სწრაფი ზრდა ინფიცირებულების. როდესაც ინფიცირებულების... Read More

რა მარშრუტით იმოძრავებს N13 ელექტროავტობუსი ბათუმში

Comments Off on რა მარშრუტით იმოძრავებს N13 ელექტროავტობუსი ბათუმში

„ბათუმის ავტოტრანსპორტის“ ინფორმაციით, 19 ოქტომბრის მონაცემებით, ბათუმში 5 ელექტროავტობუსია, რომლებიც 20 ოქტომბრიდან N13 ხაზზე შემდეგი მარშრუტით იმოძრავებენ: ავტობუსი გამოვა ლერმონტოვისა და ორბელიანის ქუჩების კვეთიდან, გაივლის ლერმონტოვის-ბაგრატიონის-შარტავას-გორგილაძის-ბარათაშვილის-ჭავჭავაძის ქუჩებს, ჭავჭავაძის ქუჩაზე [საბაგიროსთან]... Read More

ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრია

Comments Off on ქართველი რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი კანის კინოფესტივალის ჟიურის წევრია

27-29 ოქტომბერს კანის კინოფესტივალი 2020 წლის სპეციალური გამოშვებით დაბრუნდება. ფრანგული კინოსკოლის, Cinéfondation-ის საკონკურსო სექციის ნამუშევრებსა და მოკლემეტრაჟიან ფილმებს წელს ფესტივალზე ჟიურის სხვა წევრებთან ერთად ქართველი კინორეჟისორი და სცენარისტი დეა კულუმბეგაშვილი... Read More

ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები უნიღბოდაც მგზავრობენ

Comments Off on ბათუმის საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები უნიღბოდაც მგზავრობენ

დღეს, 19 ოქტომბერს, ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა განახლდა. როგორც მერიაში აცხადებენ, დილიდან მიმდინარეობს მგზავრების მონიტორინგი. „ბათუმელები“ მუნიციპალური ტრანსპორტის რამდენიმე გაჩერებაზე იმყოფებოდა, სადაც უნიღბოდ მგზავრობის რამდენიმე ფაქტი დააფიქსირა. უნიღბოდ მგზავრი იმყოფებოდა... Read More

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აჭარაში ჯერ არ განახლდება – მთავრობა

Comments Off on საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა აჭარაში ჯერ არ განახლდება – მთავრობა

საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა [მგზავრთა გადაყვანა], როგორც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ასევე აჭარის მიმართულებით, 19 ოქტომბრიდან აღარ განახლდება – უთხრეს „ბათუმელებს“ მთავრობის ცხელ ხაზზე. დღეიდან, 19 ოქტომბრიდან, აჭარაში მხოლოდ მუნიციპალური ტრანსპორტის... Read More

“მკაცრ ლოქდაუნს არ გამოვაცხადებთ” – გახარია

Comments Off on “მკაცრ ლოქდაუნს არ გამოვაცხადებთ” – გახარია

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ყოველდღიურად მზარდი კორონავირუსის ახალი შემთხვევების მიუხედავად, მთავრობა არ აპირებს მკაცრი შეზღუდვების შემოღებას. პრემიერმა, თავის გამოსვლაში, გაიხსენა მარტსა და აპრილში დაწესებული საყოველთაო კარანტინი და თავი იმართლა,... Read More

განათლების სისტემის განსაბჭოება | ლალი ანთიძე – “გირჩის” სიის პირველი ნომერი აჭარაში

Comments Off on განათლების სისტემის განსაბჭოება | ლალი ანთიძე – “გირჩის” სიის პირველი ნომერი აჭარაში

ლალი ანთიძე პარტია ,,გირჩის“ დეპუტატობის კანდიდატი  აჭარის უმაღლეს საბჭოში დღევანდელი ქართული სასკოლო განათლების სისტემის კრიზისი იმდენად აშკარაა, რომ მის უარყოფას სისტემის ყველაზე თავგამოდებული დამცველებიც კი ვერ შეძლებენ. პრინციპში, არც ცდილობენ.... Read More

TasteAtlas-ის მონაცემებით, ხაჭაპური მსოფლიო საუკეთესო კერძებს შორის 23-ე ადგილზეა

Comments Off on TasteAtlas-ის მონაცემებით, ხაჭაპური მსოფლიო საუკეთესო კერძებს შორის 23-ე ადგილზეა

მსოფლიო კერძების ატლასმა – tasteatlas.com-მა გამოაქვეყნა მსოფლიოში 100 საუკეთესო ტრადიციული კერძის სია 2020 წლისთვის, ამ ჩამონათვალში ხაჭაპური 23-ე ადგილზეა. tasteatlas.com – ის აღწერის მიხედვით, ხაჭაპური პოპულარული კერძია საქართველოში და ყოფილი... Read More

აქცია ტერაბანკისგან – ანაბრები ყველაზე მაღალი პროცენტით 

Comments Off on აქცია ტერაბანკისგან – ანაბრები ყველაზე მაღალი პროცენტით 

ტერაბანკში ანაბრებზე აქცია დაიწყო. აქციის ფარგლებში ბანკი მომხმარებლებს ყველაზე მაღალ სარგებელსა და თანხის საიმედოდ შენახვას სთავაზობს. ნებისმიერი მსურველი, რომელიც ვადიან ანაბარს და სადეპოზიტო სერტიფიკატს ტერაბანკში გახსნის, განსაკუთრებით მაღალ სარგებელს მიიღებს.... Read More

დადასტურდა კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 7 პაციენტი

Comments Off on დადასტურდა კორონავირუსის 1 186 ახალი შემთხვევა – გარდაიცვალა 7 პაციენტი

19 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 1 186  ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ მიაწოდა. გარდაიცვალა 7  პაციენტი, გამოჯანმრთელდა... Read More

ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებს

Comments Off on ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებს

ხვალიდან ბათუმში ელექტროავტობუსები იმოძრავებენ. ბათუმის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ავტობუსები დღეს უკვე დატესტეს და ისინი მე-13 და მე-14 სამარშრუტო ხაზზე იმოძრავებენ [ჭავჭავაძე, ლერმონტოვი, ბაგრატიონის ქუჩები]. თანამედროვე სტანდარტის ახალი ელექტროავტობუსები ადაპტირებულია შშმ... Read More

აჭარაში კოვიდისგან ორი პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 360 ახალი შემთხვევა

Comments Off on აჭარაში კოვიდისგან ორი პაციენტი გარდაიცვალა, დადასტურდა 360 ახალი შემთხვევა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 360 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ორი პაციენტი. ერთი პაციენტი 69 წლის კაცია, რომელიც ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა, მეორე გარდაცვლილი კი 70 წლის ქალია, რომელიც... Read More