ჯაბა ანანიძეOctober 17, 2020Comments Off on ავტომზიდი ხიდის ქვეშ გაიჭედა – საცობი მახინჯაურში
ბათუმთან ახლოს, მახინჯაურში, რკინიგზის გადასვლელი ხიდის ქვეშ სატვირთო მანქანამ საცობი გამოიწვია. ერთ-ერთი მგზავრი გვწერს, რომ სატვირთოს ავტომანქანები გადაჰქონდა, მაგრამ ის ხიდს ქვეშ ვერ გაეტია და ვეღარც უკან ბრუნდება. მგზავრების თქმით,... Read More
ჯაბა ანანიძეOctober 17, 2020Comments Off on თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურში სტიქიით დაღუპულ ოჯახზე: წერილი არ არის მოძებნილი
„ამ კონკრეტული ოჯახის წერილი არ არის მოძებნილი, მაგრამ ეს არანაირად არ გვათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან,“ – აღნიშნა დღეს, 17 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ. საუბარია პირველ ოქტომბერს ხელვაჩაურში, სოფელ... Read More
ჯაბა ანანიძეOctober 17, 2020Comments Off on აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პასუხი უმუშევრად დარჩენილებს, რომლებიც მეორე დღეა შიმშილობენ
„ვწუხვარ და ყოველდღე, როცა შემოვდივარ, მართლა ძალიან მაწუხებს. ეს ახალგაზრდები აგრძელებენ სხვადასხვა ფორმით პროტესტის გამოხატვას,“ – აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ დღეს, 17 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე. აჭარის მთავრობის სახლთან... Read More
ჯაბა ანანიძეOctober 17, 2020Comments Off on „პარტიაში იყო გარჩევა“ – თორნიკე რიჟვაძე ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტის გინებაზე
„აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ნუ სთხოვთ ახლა ამ კონტექსტში თვითმმართველობის საქმეებში ჩარევას“, – აღნიშნა დღეს, 17 ოქტომბერს, ბრიფინგზე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. მას ჟურნალისტებმა ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ „ბათუმელების“... Read More
ჯაბა ანანიძეOctober 17, 2020Comments Off on „ვემიჯნებით თავდასხმას“ – პარლამენტის თავმჯდომარე ხელვაჩაურის მერის მიერ ჟურნალისტის გინებაზე
„რა თქმა უნდა, ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერ თავდასხმას, შეურაცხყოფას მედიის წარმომადგენლების, ეს ჩვენთვის ყოველთვის იყო მიუღებელი და მომავალშიც იქნება მიუღებელი. მე იმედი მაქვს, მას ექნება საშუალება ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია და... Read More
თედო ჯორბენაძეOctober 17, 2020Comments Off on ხულოს სოფელ ბეღლეთში მდებარე ხიდს ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბეღლეთში მდებარე ხიდს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა. შესაბამის ბრძანებას ხელი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა 2020 წლის 12 ოქტომბერს მოაწერა. ბრძანება, რომლითაც ძეგლის სტატუსი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში... Read More
თედო ჯორბენაძეOctober 17, 2020Comments Off on მერია ტენდერში ერთ კომპანიას ამარჯვებინებს, გარანტიას კი სხვა კომპანიას სთხოვს
ბათუმის მერიის ა[ა]იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო ლერმონტოვის ქუჩა N96-ის მიმდებარედ სკვერის და იქვე საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობას გეგმავს, რაზედაც ტენდერი 806 684 ლარით აქვს გამოცხადებული. სამმართველოს სატენდერო კომისიამ, 2020... Read More
ჯაბა ანანიძეOctober 17, 2020Comments Off on „ადგილი აღარ გვაქვს საწოლების ჩასადგმელად“ – ინტერვიუ რესპუბლიკურის დირექტორთან
„ახლა სისტემა მიჩვენებს, რომ საწოლების რაოდენობა არის ნული, არცერთი საწოლი თავისუფალი არ არის,“ – გვითხრა სოლომონ ფუტკარაძემ, ის ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორია. სოლომონ ფუტკარაძე რამდენიმე დღის წინ დაუბრუნდა სამუშაო გარემოს,... Read More
ჯაბა ანანიძეOctober 17, 2020Comments Off on შეცვლილი მითი ქალთა მოძრაობის მხარდასაჭერად და მედუზა გორგონას ახალი ქანდაკება
ნიუ იორკში, მანჰეტენის საქალაქო სასამართლოს წინ მედუზა გორგონას ქანდაკება დადგეს. უფლებადამცველების ნაწილი თვლის, რომ ეს ქანდაკება სამართლიანობის ერთგვარი სიმბოლო გახდება. ქანდაკება მოძრაობა #metoo-ს მიეძღვნა და უყურებს საქალაქო სასამართლოს შენობას. ბერძნული... Read More
ჯაბა ანანიძეOctober 17, 2020Comments Off on შიმშილობის მეორე დღე – უმუშევრად დარჩენილები დაშლას არ აპირებენ
მეორე დღეა აჭარის მთავრობის სახლთან 8 ადამიანი შიმშილობს. ისინი უმუშევრად დარჩენილები არიან და ხელისუფლებისგან კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას ითხოვენ. „ჩვენ არ ვიშლებით. გუშინ იყო მცდელობა შეგვხვედროდა მოსალაპარაკებლად აჭარის მთავრობის აპარატის უფროსი,... Read More
რეკლამაOctober 17, 2020Comments Off on მოგზაური პოლიტიკოსის დღიურები | იაგო ხვიჩია
2020 წლის 13 ოქტომბერი. ბათუმი. ნაწილი პირველი: ამ ნაწერებს ძველი ბათუმის ერთ-ერთ ძალიან ლამაზ და მყუდრო ეზოში ვაკეთებ და ვფიქრობ, გულწრფელად მოვყვე ის, რასაც ცხოვრების ამ ეტაპზე ამ ქალაქში ყოფნისას... Read More
ნანა კვაჭაძეOctober 17, 2020Comments Off on აჭარაში კოვიდის 226 შემთხვევა დადასტურდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა
17 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 226 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 131 პაციენტი. გასული 24 საათის განმავლობაში რეგიონში 3 პაციენტი გარდაიცვალა: 77 წლის ორი ქალი ბათუმის რესპუბლიკურ... Read More
თედო ჯორბენაძეOctober 17, 2020Comments Off on დადასტურდა კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 4 პაციენტი
17 ოქტომბრის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 958 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში გარდაიცვალა 4 პაციენტი; გამოჯანმრთელდა – 214. stopcov.ge-ს მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ საქართველოში... Read More
ნანა კვაჭაძეOctober 17, 2020Comments Off on პასუხისმგებლობა ეკისრება კორონავირუსს – ვაშაძე რეგულაციების დარღვევით გამართულ აქციაზე
16 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში გამართული გაერთიანებული ოპოზიციის აქციის შემდეგ ჟურნალისტებმა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერს, გრიგოლ ვაშაძეს ჰკითხეს, იღებდა თუ არა ოპოზიცია პასუხისმგებლობას აქციაზე, სადაც შეკრებილების ნაწილს პირბადე არ ეკეთა და, ასევე,... Read More
ნანა კვაჭაძეOctober 17, 2020Comments Off on სააკაშვილის მიმართვა ეკრანიდან და ოპოზიციის ხალხმრავალი აქცია ბათუმში
16 ოქტომბერს, ბათუმის ბულვარში გაერთიანებულმა ოპოზიციამ ხალხმრავალ აქციაზე 2020 წლის არჩევნებზე მაჟორიტარობის კანდიდატები კიდევ ერთხელ წარადგინა. „31 ოქტომბერს ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ“ – მიმართა გიორგი კირთაძემ, ბათუმის მაჟორიტარობის კანდიდატმა აჭარის უმაღლეს... Read More