Batumelebi | 2020 | October | 12 12.10.2020 – Batumelebi
RU | GE  

“ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო” – ეთიკის ქარტია

Comments Off on “ხელვაჩაურის მერმა პასუხი უნდა აგოს ჟურნალისტის შეურაცხყოფის გამო” – ეთიკის ქარტია

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ხელვაჩაურის მერის, ჯუმბერ ვარდმანიძის მიერ “ბათუმელების” ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტს ეხმაურება. ქარტიის განცხადებას “ბათუმელები” უცვლელად გთავაზობთ: “მერის ეს საქციელი ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ეთიკურ პრინციპებს და ახალისებს ჟურნალისტების... Read More

ევროკავშირის დახმარებით ხულოში თანამედროვე და მაღალი ხარისხის ავეჯს ამზადებენ

Comments Off on ევროკავშირის დახმარებით ხულოში თანამედროვე და მაღალი ხარისხის ავეჯს ამზადებენ

ხულოს მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაშლოვანში მცხოვრებმა გურამ აბულაძემ ბავშვობიდან დაიწყო ხეზე მუშაობა, სულ რაღაც რამდენიმე წლის წინ კი დიდი ხნის ოცნება აისრულა – თანასოფლელები შემოიკრიბა და გახსნა ხის საამქრო, სადაც სერიული... Read More

72 წლის პირი 9 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

Comments Off on 72 წლის პირი 9 წლის ბავშვის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ხონში 1948 წელს დაბადებული რ.ყ. გარყვნილი ქმედების ბრალდებით დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს ხონის მუნიციპალიტეტში 2011 წელს დაბადებული ა.ე.-ს მიმართ... Read More

რამდენი სესხი აიღო სახელმწიფომ წელს – 2,4 მილიარდი ლარი უკვე ჩამორიცხულია

Comments Off on რამდენი სესხი აიღო სახელმწიფომ წელს – 2,4 მილიარდი ლარი უკვე ჩამორიცხულია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2020 წელს სახელმწიფომ სხვადასხვა საერთაშორისო დონორი ორგანიზაციისგან ჯამში 540 მილიონი აშშ დოლარი და 1 მილიარდ 59 მილიონ 790 ათასი ევრო ისესხა. თანხის ნაწილი უკვე გადმორიცხულია. წელს... Read More

რატომ გაუქმდა შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემისთვის 60 მლნ ევრო სესხის შეთანხმება – სამინისტროს განმარტება

Comments Off on რატომ გაუქმდა შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლის სისტემისთვის 60 მლნ ევრო სესხის შეთანხმება – სამინისტროს განმარტება

დაბა ხელვაჩაურისა და ბათუმს შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და კანალიზაციის სისტემის მოწყობაში უნდა დახარჯულიყო 60 მილიონი ევრო სესხი, რაზედაც ხელშეკრულება გაფორმებული იყო. თუმცა, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკთან [KfW] დადებული სასესხო შეთანხმება... Read More

უმუშევრად დარჩენილების საპროტესტო აქცია ბათუმში [LIVE]

Comments Off on უმუშევრად დარჩენილების საპროტესტო აქცია ბათუმში [LIVE]

პანდემიის დროს უმუშევრად დარჩენილების საპროტესტო აქცია დღეს, 12 ოქტომბერს, განახლდა. აქციას შეუერთდა ორგანიზაცია „ალტერნატივა“. უმუშევრად დარჩენილებმა საპროტესტო აქცია გასულ კვირას, 6 ოქტომბერს დაიწყეს. საპროტესტო აქციის მონაწილეები ითხოვდნენ: საბანკო სესხების გადავადებას,... Read More

ბათუმელი ფეხმძიმე ექთანი, რომელმაც კოვიდი დაამარცხა და მუშაობას განაგრძობს

Comments Off on ბათუმელი ფეხმძიმე ექთანი, რომელმაც კოვიდი დაამარცხა და მუშაობას განაგრძობს

გულო აბაშიძე ყოფილი კოვიდინფიცირებულია. იგი მედცენტრში, ონკოლოგიურ განყოფილებაში უფროს ექთნად მუშაობს. გულო 30 კვირის ორსული იყო, როდესაც კოვიდი დაუდასტურდა. გულოს მის სამუშაო სივრცეში შევხვდით – კლინიკის ონკოლოგიურ განყოფილებაში, სადაც თავის... Read More

მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე

Comments Off on მილიონიანი უკანონო მშენებლობა, არჩევნები და უშვერი გინება – 3 ამბავი ხელვაჩაურის მერზე

მილიონიანი მშენებლობა ხელვაჩაურის მერს ქონებრივ დეკლარაციაში მითითებული არ აქვს. სამსახურის ავტომანქანით „ოცნების“ სააგიტაციო შეხვედრაზე მისვლასთან დაკავშირებულ ჟურნალისტის კითხვებს კი ლანძღვით პასუხობს. ნახეთ ეს სამი ამბავი ჯუმბერ ვარდმანიძეზე.  ამბავი 1 – მშენებლობა... Read More

15 ნოემბერს საქართველო-სომხეთის მატჩი ბათუმის სტადიონზე გაიმართება – უეფა

Comments Off on 15 ნოემბერს საქართველო-სომხეთის მატჩი ბათუმის სტადიონზე გაიმართება – უეფა

უეფას ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, საქართველოსა და სომხეთის ნაკრები გუნდების შეხვედრა 2020 წლის 15 ნოემბერს ბათუმის სტადიონზე ჩატარდება. ერთა ლიგაზე საქართველოსა და სომხეთის მატჩი საღამოს 9 საათზე დაიწყება. ამავე სტადიონზე გაიმართება... Read More

რატომ დატოვეს სასტუმროში კოვიდპაციენტი დიაბეტით და ფილტვის ანთებით

Comments Off on რატომ დატოვეს სასტუმროში კოვიდპაციენტი დიაბეტით და ფილტვის ანთებით

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული პედაგოგი, 55 წლის შორენა ბერიძე, რომელსაც შაქრიანი დიაბეტი ჰქონდა, 37.5 ტემპერატურის და სუნთქვის გაძნელების მიუხედავად, კლინიკის ნაცვლად სასტუმროში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა 24 საათში კიდევ უფრო დამძიმდა, მეორე... Read More

ქობულეთში „ოცნების“ მხადამჭერმა დირექტორმა „ლელოს“ აქტივისტები ბაზარში არ შეუშვა

Comments Off on ქობულეთში „ოცნების“ მხადამჭერმა დირექტორმა „ლელოს“ აქტივისტები ბაზარში არ შეუშვა

„საჯარო ტერიტორიაზე არ შეგვიშვეს და ცარიელი ყუთები დაგვიშინეს…“ – ამბობს „ლელოს“ ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პაატა ცივაძე. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება ქობულეთის აგრარულ ბაზართან დღეს, 12 ოქტომბერს, რამდენიმე წუთი გაგრძელდა.... Read More

კორონავირუსი კანზე 7 საათით მეტს ძლებს, ვიდრე გრიპის ვირუსი – კვლევა

Comments Off on კორონავირუსი კანზე 7 საათით მეტს ძლებს, ვიდრე გრიპის ვირუსი – კვლევა

SARS-CoV-2 ადამიანის კანზე დაახლოებით 9 საათს ძლებს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება A ტიპის გრიპის ვირუსის (IAV) გამძლეობას კანზე, რომლის ხანგრძლივობაც დაახლოებით 2 საათამდეა. „კანზე SARS-CoV-2-ის ხანგრძლივად დარჩენა ზრდის კონტაქტით გადაცემის რისკს; ამასთან,... Read More

თავს შევიკავებთ – სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება მეწყრის ზონაში მცხოვრებთა შესახებ

Comments Off on თავს შევიკავებთ – სოფლის მეურნეობის სამინისტროს განმარტება მეწყრის ზონაში მცხოვრებთა შესახებ

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროში გადაიფიქრეს ინფორმაციის გაცემა, რომელიც აჭარის მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, ხელვაჩაურში მეწყერსაშიშ ზონებში მცხოვრებ ოჯახებს ეხება. „ბათუმელებს“ აინტერესებდა, რამდენი ოჯახი ცხოვრობს მეწყერსაშიშ ზონაში და ასევე, რა რისკები არსებობს.... Read More

ფინკა ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას უერთდება

Comments Off on ფინკა ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამას უერთდება

შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება. პროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო დარგში დასაქმებულ ფიზიკურ და იურიდიული პირებს იაფ ფინანსურ რესურსებზე წვდომა მისცეს. კრედიტი სამი მიმართულებით გაიცემა: საბრუნავი/ძირითადი საშუალებებისთვის და მექანიზაციის... Read More

აჭარაში 31 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით 12 დღეში

Comments Off on აჭარაში 31 ადამიანი გარდაიცვალა კორონავირუსით 12 დღეში

აჭარაში პირველი ოქტომბრიდან დღემდე, 12 დღის განმავლობაში, კორონავირუსით 31 ადამიანი გარდაიცვალა. გარდაცვლილთა შორის ასაკობრივად ყველაზე უმცროსი 51 წლის იყო, ყველაზე უფროსი კი – 90 წლის. დღეების მიხედვით აჭარაში კორონავირუსით გარდაცვალების ... Read More

პროექტი „ფორმა და სივრცე. სოციალურ-კულტურული უსაზღვროება“

Comments Off on პროექტი „ფორმა და სივრცე. სოციალურ-კულტურული უსაზღვროება“

პროექტი „ფორმა და სივრცე. სოციალურ-კულტურული უსაზღვროება“ აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებული თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის კონკურსის ერთ-ერთი გამარჯვებულია. პროექტში ჩართული არიან ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები, შეზღუდული შესაძლებლობების... Read More

ისწავლე CODING-ი სკოლა ნიკეში უფასოდ

Comments Off on ისწავლე CODING-ი სკოლა ნიკეში უფასოდ

შესაძლებლობა ნებისმიერი სკოლის მოსწავლისათვის! მოიპოვე სკოლა „ნიკეს“ გრანტი და ისწავლე უფასოდ CODING-ი! https://docs.google.com/forms/d/1rplLC-4sLKEw3vnGOLvQlYs4JWy_ZMgBb70-4P4hVSs/edit?usp=sharing თანამედროვე სამყაროში პროგრამირების ცოდნა ისეთივე აუცილებელია, როგორც წერა-კითხვისა თუ გამრავლების ტაბულის. ეს ცოდნა დღითიდღე უფრო ფასდაუდებელი ხდება.... Read More

ბათუმში 55 წლის კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით

Comments Off on ბათუმში 55 წლის კაცი გარდაიცვალა კორონავირუსით

აჭარაში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კოვიდით. გარდაცვლილი 55 წლის კაცია, რომელიც ჯანმრთელობის ცენტრ “მედინაში” სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მიიყვანა. „სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულის ქრონიკული უკმარისობა. კლინიკაში შეყვანისას პაციენტის ზოგადი მდგომარეობა იყო... Read More

კოვიდზე მასწავლებლების ტესტირება მალე დაიწყება – ამირან გამყრელიძე

Comments Off on კოვიდზე მასწავლებლების ტესტირება მალე დაიწყება – ამირან გამყრელიძე

დღეს, 12 ოქტომბერს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მალე დაიწყება მასწავლებლების ტესტირება კორონავირუსზე. მასწავლებლების ტესტირება შემთხვევითობის [random] პრინციპით იგეგმება. ასევე, ამირან... Read More

„აჭარაში არ ჩაითვალა საჭიროდ შეზღუდვების მოხსნა“ – გამყრელიძე

Comments Off on „აჭარაში არ ჩაითვალა საჭიროდ შეზღუდვების მოხსნა“ – გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აჭარაში ჯერ კიდევ არ იგეგმება დაწესებული შეზღუდვების მოხსნა. „აჭარაში, მიუხედავად იმისა, რომ სტაბილიზაციის პროცესი მიმდინარეობს, მაინც არ ჩაითვალა საჭიროდ იმ შემზღუდველი... Read More

აჭარაში კოვიდის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა

Comments Off on აჭარაში კოვიდის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 3 პაციენტი გარდაიცვალა

12 ოქტომბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გასული 24 საათის განმავლობაში 3 პაციენტი გარდაიცვალა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აჭარის კოვიდკლინკებში მკურნალობს 521 პაციენტი, რეანიმაციაშია... Read More

კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 12 ოქტომბერი

Comments Off on კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დადასტურდა – 12 ოქტომბერი

ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით დაინფიცირებულთა საერთო მაჩვენებელია – 12 272. stopcov.ge-ის მონაცემებით, გამოჯანმრთელდა 6538, გარდაიცვალა 91. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით 6 ადამიანი... Read More

48 ოჯახმა ხულოში ჟოლოს ბაღი გააშენა ევროკავშირის მხარდაჭერით

Comments Off on 48 ოჯახმა ხულოში ჟოლოს ბაღი გააშენა ევროკავშირის მხარდაჭერით

ბათუმ-ახალციხის საავტომობილო გზაზე, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე მდებარეობს სოფელი დიოკნისი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტს ეკუთვნის. დაახლოებით 9 წლის წინ, ანუ მაშინ, როცა ადგილობრივები ჯერ კიდევ წინაპრების მიერ დატოვებულ მეურნეობებს უვლიდნენ, გურამ... Read More