Batumelebi | 2020 | October October 2020 – Batumelebi
RU | GE  

„მე არჩევანის უფლება არ მომცეს“ – თვითიზოლაციაში მყოფთა დაკარგული ხმები

Comments Off on „მე არჩევანის უფლება არ მომცეს“ – თვითიზოლაციაში მყოფთა დაკარგული ხმები

„ბათუმელებს“ არაერთი მოქალაქე დაუკავშირდა, რომლებიც ამბობენ, რომ ისინი ოფიციალურად დაუკავშირდნენ ცესკოს და ჩაეწერნენ სპეციალურ სიაში, მაგრამ არჩევნების დღეს მათთან არავინ მისულა, შესაბამისად, მათ ხმის მიცემა ვერ მოახერხეს. მათ შორის ერთ-ერთია... Read More

აჭარაში ამომრჩევლის 59 % მივიდა არჩევნებზე, 2016 წელს აქტივობა 52% იყო

Comments Off on აჭარაში ამომრჩევლის 59 % მივიდა არჩევნებზე, 2016 წელს აქტივობა 52% იყო

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით 20:00 საათისთვის აჭარის სამი მაჟორიტარული ოლქის 373-ვე უბანი დაიხურა. მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცედურა. 31 ოქტომბერს საქართველოს საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე საკუთარი არჩევანი დააფიქსირა... Read More

აურზაური ბათუმის #20 უბანზე – რატომ მივიდა პოლიცია ოთხჯერ ერთ მისამართზე

Comments Off on აურზაური ბათუმის #20 უბანზე – რატომ მივიდა პოლიცია ოთხჯერ ერთ მისამართზე

31 ოქტომბრის საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე ბათუმში, მე-20 საარჩევნო უბანთან პოლიცია დღეს ოთხჯერ მივიდა. ეს უბანი ბათუმში მე-9 სკოლის შენობაში მდებარეობს. ამავე მისამართზეა გახსნილი კიდევ ერთი, #21 საარჩევნო უბანი.... Read More

„ოცნება“ – 41%, „ენმ“ – 33%, – „მთავარი არხის“ ეგზიტპოლი

Comments Off on „ოცნება“ – 41%, „ენმ“ – 33%, – „მთავარი არხის“ ეგზიტპოლი

საქართველოში საარჩევნო უბნები 20:00 საათზე დაიხურა და შესაბამისად, ტელეკომპანიებმა დაიწყეს ეგზიტპოლების გამოქვეყნება. „მთავარი არხის“ დაკვეთით ეგზიტპოლი საერთაშორისო კომპანია IPSOS S.A-მ ჩაატარა. ამ ეგზიტპოლის მიხედვით, შედეგები ასე განაწილდა: „ქართული ოცნება“ –... Read More

ოცნება – 55%, ენმ – 23% – „იმედის” ეგზიტპოლი 18 საათის მდგომარეობით

Comments Off on ოცნება – 55%, ენმ – 23% – „იმედის” ეგზიტპოლი 18 საათის მდგომარეობით

ტელეკომპანია იმედის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში 18 საათის მდგომარეობით ამორმჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა: „ქართულმა ოცნება“ – 55% ნაციონალური მოძრაობა – 23% „ევროპული საქართველო“ –... Read More

ანანიაშვილი ბათუმში სპეცრაზმის შემოყვანაზე – ხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება აჭარაში

Comments Off on ანანიაშვილი ბათუმში სპეცრაზმის შემოყვანაზე – ხდება საპოლიციო ძალების გადაადგილება აჭარაში

„გარკვეული ძალების გადაადგილება ხდება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე, ჩვეულებრივი პროცესია რაიმე განსაკუთრებული არ ხდება, საჭიროება არაა, ეს ჩვეული პროცესია,  შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს საარჩევნო უბნების მიმდებარედ საზოგადოებრივ წესრიგს და შესაბამისად... Read More

სოფელი, სადაც საარჩევნო უბანზე არც ერთი ამომრჩეველი არ მივიდა

Comments Off on სოფელი, სადაც საარჩევნო უბანზე არც ერთი ამომრჩეველი არ მივიდა

ხულოში მდებარე სოფელ წაბლანას მოსახლეობა ხელისუფლებას რამდენიმე კვირაა აფრთხილებს, რომ ამ სოფელში არჩევნები არ ჩატარდება, რადგან არც ერთი სრულწლოვანი ადამიანი არ მივა საარჩევნო უბანზე. ხელისუფლებამ არ ისმინა სოფლის შეტყობინება, რითაც... Read More

ლევან ვარშალომიძე და მურმან დუმბაძე საარჩევნო უბანთან არ მიუშვეს – დაპირისპირება გონიოში

Comments Off on ლევან ვარშალომიძე და მურმან დუმბაძე საარჩევნო უბანთან არ მიუშვეს – დაპირისპირება გონიოში

გონიოში საუბნო საარჩევნო კომისიასთან მისულ ლევან ვარშალომიძეს და მურმან დუმბაძეს ადგილზე მყოფმა პირებმა უბნის დატოვება მოსთხოვეს. „ლევან ვარშალომიძეს ლანძღავდნენ იმიტომ, რომ ის არის ნაციონალური მოძრაობის წევრი და მე მლანძღავდნენ ასევე... Read More

„თუ ვინმე დაგვიპირისპირდება, თავის დაცვის უფლებას ვიტოვებ“ – წულუკიძე

Comments Off on „თუ ვინმე დაგვიპირისპირდება, თავის დაცვის უფლებას ვიტოვებ“ – წულუკიძე

ხელისუფლებასთან დაპირისპირებული სპორტსმენის, ფირუზ წულუკიძის განცხადებით, ის და მისი მხარდამჭერები, მეგობარი სპორტსმენები და ნათესავები, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე შეეცდებიან უბნებს გარეთ დაიცვან ხალხის არჩევანი. „გარეთ არიან ადამიანები, რომლებიც იცავენ ხმებს,... Read More

ენმ აცხადებს, რომ ბათუმში 4 ავტობუსით სპეცრაზმი შემოიყვანეს და განმარტებას რიჟვაძეს სთხოვს

Comments Off on ენმ აცხადებს, რომ ბათუმში 4 ავტობუსით სპეცრაზმი შემოიყვანეს და განმარტებას რიჟვაძეს სთხოვს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ ბათუმში ოთხი ავტობუსით სპეცდანიშნულების რაზმის წევრები შემოიყვანეს. მან ბრიფინგზე ავტობუსების ვიდეოკადრებიც აჩვენა, სადაც ჩანს ოთხი ლურჯი ავტობუსი, რომლებსაც პოლიციის მანქანები აცილებენ. მირდატ... Read More

ენმ: არც წულუკიძეები და არც ნაციონალური მოძრაობა არაფერს უკანონოს არ გეგმავს

Comments Off on ენმ: არც წულუკიძეები და არც ნაციონალური მოძრაობა არაფერს უკანონოს არ გეგმავს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, მირდატ ქამადაძე აცხადებს, რომ წულუკიძეები, რომლებიც ენმ-ის მხარდამჭერები არიან, დღეს არანაირ აქტივობას არ გეგმავენ. მირდატ ქამადაძემ უპასუხა თორნიკე რიჟვაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ ენმ გეგმავს დესტრუქციულ... Read More

ცესკო: რიგში მდგომი ამომრჩეველი ხმას 20 საათის შემდეგაც მისცემს

Comments Off on ცესკო: რიგში მდგომი ამომრჩეველი ხმას 20 საათის შემდეგაც მისცემს

დღეს მთელი ქვეყნის მასშტაბით საარჩევნო უბნებთან წარმოქმნილი რიგების გამო ხმის მიცემის პროცესი შენელებულია.  ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრესსპიკერმა ანა მიქელაძემ ცოტა ხნის ბრიფინგზე განმარტა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საარჩევნო უბნების... Read More

წულუკიძეების პასუხი თორნიკე რიჟვაძეს – რა შემთხვევაში იგეგმება აქცია ბათუმში

Comments Off on წულუკიძეების პასუხი თორნიკე რიჟვაძეს – რა შემთხვევაში იგეგმება აქცია ბათუმში

დღეს, 31 ოქტომბერს, პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების მიმდინარეობისას აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება. სავარაუდოდ, აჭარის მთავრობა გულისხმობდა ფირუზ წულუკიძეს და მის... Read More

თორნიკე რიჟვაძე: „ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება“

Comments Off on თორნიკე რიჟვაძე: „ბათუმში ხდება ზონდერჯგუფების მობილიზება“

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“  საარჩევნო პროცესის დისკრედიტაციას გეგმავს. რიჟვაძე ასევე „ოცნების“ უმაღლესი საბჭოს საიაში პირველი ნომერი და დეპუტატობის კანდიდატია. „აჭარაში საარჩევნო პროცესი მიმდინარეობს მშვიდად,... Read More

„რა გზარავს, მოდი!“ – 90 წლის ამომრჩეველი ხულოში არჩევნებზე ფეხით მივიდა

Comments Off on „რა გზარავს, მოდი!“ – 90 წლის ამომრჩეველი ხულოში არჩევნებზე ფეხით მივიდა

90 წლის ნუსრედინ შავაძე, ღორჯომის სოფელ პაქსაძეებში არჩევნებზე ჯოხით მივიდა. ამბობს, რომ გადასატანი ყუთი არ მოუთხოვია და არც არასდროს მოითხოვს. ის სოფელში ყველაზე ხანდაზმულია, დურგალია და დღემდე ამუშავებს ხეს. ნუსრედინ... Read More

15 საათის მონაცემებით აჭარაში არჩევნებში ამომრჩეველთა 35.97%-მა მიიღო მონაწილეობა

Comments Off on 15 საათის მონაცემებით აჭარაში არჩევნებში ამომრჩეველთა 35.97%-მა მიიღო მონაწილეობა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15 საათის მდგომარეობით აჭარის რეგიონში ამომრჩეველთა აქტივობამ ყველა საარჩევნო უბანზე ჯამში 35.97 პროცენტი შეადგინა, რაც რაოდენობრივად 112 023 ამომრჩეველია. ყველაზე მაღალი აქტივობა აჭარის რეგიონში შუახევში დაფიქსირდა.... Read More

ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან ორი პირი დააკავეს

Comments Off on ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან ორი პირი დააკავეს

ბათუმის 21-ე საარჩევნო უბანთან ორი პირი დააკავეს. დაპირისპირება მოქალაქეებს შორის მოხდა, საარჩევნო უბნის გარეთ. საუბნო კომისიაში აცხადებენ, რომ ამის შესახებ არაფერი იციან. არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” ხელმძღვანელი, ხათუნა ბერიძე ამბობს, რომ... Read More

გასეირნება ბათუმში წვიმის ფარდის მიღმა

Comments Off on გასეირნება ბათუმში წვიმის ფარდის მიღმა

ბათუმი წვიმის ქალაქია. აქ თავსხმას, დელგმას, თქეშს, კოკისპირულს თუ ჟუჟუნას – ყველანაირ წვიმას შეესწრები. როცა ბათუმში თუნდაც რამდენიმე დღით ჩამოდიხარ, უნდა იცოდე, რომ აქ წვიმა ქალაქის მთავარი პერსონაჟია, თავგზისამბნევი და... Read More

ბათუმში კოვიდინფიცირებული საარჩევნო უბანზე მივიდა – რას ამბობს კომისიის თავმჯდომარე

Comments Off on ბათუმში კოვიდინფიცირებული საარჩევნო უბანზე მივიდა – რას ამბობს კომისიის თავმჯდომარე

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  წევრის, მირდატ ქამადაძის განცხადებით, ბათუმის 45-ე საარჩევნო უბანზე სპეციალურ სიაში მყოფმა პირმა მისცა ხმა. „ბათუმელები“ დაუკავშირდა ამ უბნის კომისიის თავმჯდომარეს შუშანა ჯაიანს, რომელიც ადასტურებს, რომ მოქალაქემ, რომელიც... Read More

12 საათის მონაცემებით აჭარაში ამომრჩეველთა 17.76%-მა მისცა ხმა

Comments Off on 12 საათის მონაცემებით აჭარაში ამომრჩეველთა 17.76%-მა მისცა ხმა

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით აჭარაში, 12 საათის მონაცემებით, 55 933-მა ადამიანმა, ანუ ამომრჩეველთა 17.76%-მა მიიღო მონაწილეობა. აჭარაში სამი მაჟორიტარული ოლქია. 12 საათის მონაცემებით აქტივობა ოლქებში ასე გამოიყურება: #28 ბათუმის საარჩევნო... Read More

მხოლოდ კომისიის წევრების 8 ხმა – პროტესტი წაბლანასა და წაბლიანში

Comments Off on მხოლოდ კომისიის წევრების 8 ხმა – პროტესტი წაბლანასა და წაბლიანში

“ეზოში არიან შეკრებილი, იქნებ შემოვიდნენ, რა ვიცი… ჯერჯერობით მარტო კომისიის წევრებმა მივეცით ხმა. 8 კონვერტია ჩაგდებული ყუთში,”- ამბობს “ბათუმელებთან” ბიჭიკო შანთაძე. ის ხულოში, სოფელ წაბლანას საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარეა. ამ... Read More

ბათუმის 49-ე უბანზე 3 პირი ხელმეორედ ცდილობდა ხმის მიცემას – „ლელო“

Comments Off on ბათუმის 49-ე უბანზე 3 პირი ხელმეორედ ცდილობდა ხმის მიცემას – „ლელო“

„ლელოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ბათუმში ირაკლი კუპრაძემ დღეს, 31 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე საარჩევნო დარღვევებზე ისაუბრა. მისი თქმით, ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე 3 მოქალაქე, რომლებიც შარაბიძეების დასახლებაში არიან რეგისტრირებულნი, ხმის მიცემას ხელმეორედ... Read More

ხმა ვერ მისცა ამომრჩეველმა, რომელმაც ტელეფონით წარმოადგინა ცნობა კოვიდსასტუმროს დატოვებაზე

Comments Off on ხმა ვერ მისცა ამომრჩეველმა, რომელმაც ტელეფონით წარმოადგინა ცნობა კოვიდსასტუმროს დატოვებაზე

ბათუმის 54-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა ხმა ვერ მისცა, რადგან იგი სპეცსიაში იყო. ამომრჩეველმა საარჩევნო კომისიას ტელეფონში აჩვენა ელექტრონული ცნობა კოვიდდაწესებულების დატოვების შესახებ, თუმცა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თქმით, ცნობა უნდა იყოს... Read More

ბათუმში ამომრჩეველმა გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი საარჩევნო სიაში ნახა

Comments Off on ბათუმში ამომრჩეველმა გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი საარჩევნო სიაში ნახა

ბათუმის 86-ე საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა წლების წინ გარდაცვლილი ოჯახის წევრის სახელი და გვარი ნახა საარჩევნო სიაში. ვიდეოში, რომელიც „ბათუმელებს“ მიაწოდეს, ისმის, როგორ აპროტესტებს მოქალაქე გარდაცვლილი ოჯახის წევრის სიაში ყოფნას. „ბათუმელები“... Read More