Batumelebi | 2020 | September | 28 28.09.2020 – Batumelebi
RU | GE  

რომელ ქუჩებზე შეწყდება ხვალ წყალი ბათუმში

Comments Off on რომელ ქუჩებზე შეწყდება ხვალ წყალი ბათუმში

„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ხვალ, 29 სექტემბერს საღამოს 22:00 საათიდან, 30 სექტემბრის დილის 8:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება შემდეგ ქუჩებს: ლერმონტოვის ქუჩა – ილია ჭავჭავაძის ქუჩიდან ორბელიანის ქუჩამდე... Read More

არ უნდა დაიტესტონ, პირდაპირ უნდა წავიდნენ იზოლაციაში – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

Comments Off on არ უნდა დაიტესტონ, პირდაპირ უნდა წავიდნენ იზოლაციაში – აჭარის ჯანდაცვის მინისტრი

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ დღეს, 28 სექტემბერს ბრიფინგზე უპასუხა შეკითხვას PCR ტესტირების მიზნობრიობის შესახებ. დღეიდან ბათუმის მხოლოდ ორ პოლიკლინიკაში ხდება უფასო ტესტირება და ისიც – სამი საათის განმავლობაში, რამაც... Read More

მედუზების სეზონი ბათუმში [წყალქვეშა ფოტოები]

Comments Off on მედუზების სეზონი ბათუმში [წყალქვეშა ფოტოები]

მართალია ზაფხული მიილია, მაგრამ ზღვის სეზონი ბევრისთვის ისევ გრძელდება. სექტემბრის თვეში, ნაპირთან მისულიც კი შეამჩნევდით რომ ზღაში უამრავი მედუზაა – ეს შავი ზღვის უდიდესი მედუზა – Rhizostoma pulmo-ა, იგივე კორნეროტი.... Read More

საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

Comments Off on საქართველოში კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით

საქართველოში კორონავირუსით 32-ე პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზეა მოცემული. გარდაცვლილის შესახება დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია. ბოლო 24 საათში საქართველოში ეს კორონავირუსით გარდაცვალების მეოთხე შემთხვევაა, მათგან ორი პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ... Read More

უფასო PCR ტესტირებისთვის გამოყოფილი 3 საათი და რიგები ბათუმის პოლიკლინიკებთან

Comments Off on უფასო PCR ტესტირებისთვის გამოყოფილი 3 საათი და რიგები ბათუმის პოლიკლინიკებთან

დღეს, 28 სექტემბერს, ბათუმში რიგები გაჩნდა იმ პოლიკლინიკებთან, სადაც მოქალაქეებს კორონავირუსზე უფასო ტესტირება შეეძლოთ. აქამდე ბათუმში მოქალაქეებს 5 პოლიკლინიკაში შეეძლოთ უფასო ტესტირება, თუმცა, დღეის მდგომარეობით, ტესტირება უფასოდ მხოლოდ ორ პოლიკლინიკაშია... Read More

ნენიის 120 წლის მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გარეშე

Comments Off on ნენიის 120 წლის მეჩეთი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის გარეშე

მცენარეების იმიტაციები, მზის, რომბებისა და ყვავილების მსგავსი ხეზე ნაკვეთი ფერადი, გაცრეცილი გამოსახულებები – თითქმის საუკუნე-ნახევრის ეს ძველი მეჩეთი შუახევის სოფელ ნენიაშია. მეჩეთი მუხისგანაა ნაგები, საკმაოდ მყარია, მაგრამ გამაგრება და რესტავრაცია... Read More

ნანუკა ჟორჟოლიანს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი სასამართლოში უჩივის

Comments Off on ნანუკა ჟორჟოლიანს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი სასამართლოში უჩივის

მიზანმიმართულად ცრუ ინფორმაციის გავრცელებას, არასრულწლოვნის უფლებების დარღვევას, ცილისწამებას, პატივისა და ღირსების შემლახავი, პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გავრცელებას ნანუკა ჟორჟოლიანს ბათუმის ყოფილი ვიცე-მერი ზურაბ ბერიძე ედავება. ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ერთიანი ნაციონალური... Read More

როდის შეიძლება 30 ათასი ლარის გრანტზე განაცხადის შეტანა – სახელმწიფომ პროგრამის ვადები განსაზღვრა

Comments Off on როდის შეიძლება 30 ათასი ლარის გრანტზე განაცხადის შეტანა – სახელმწიფომ პროგრამის ვადები განსაზღვრა

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების/აქტივობების ვადები დამტკიცებულია. 30 ათასამდე ლარის გრანტის მისაღებად ბიზნესიდეების მიღება 2020 წლის 5 ოქტომბრიდან დაიწყება. განაცხადის... Read More

სექტემბრის ბოლო დღეები უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი ბათუმში

Comments Off on სექტემბრის ბოლო დღეები უნალექო იქნება – ამინდის პროგნოზი ბათუმში

გარემოს ეროვნული სააგენტოს აჭარის რეგიონალური ჰიდრომეტეოროლოგიური ობსერვატორიის ინფორმაციით, 28  სექტემბრის 21 საათიდან 29 სექტემბრის 21 საათამდე აჭარაში  მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, უმეტესად უნალექოდ. იქროლებს ცვალებადი მიმართულების ქარი 10-15 მეტრი წამში. ჰაერის... Read More

შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-მდეც შეიძლება იყოს – ამირან გამყრელიძე

Comments Off on შემთხვევების რაოდენობა დღეში 500-მდეც შეიძლება იყოს – ამირან გამყრელიძე

საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში მოსალოდნელია კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების ზრდა. „სწავლა იწყება, ეს დაკავშირებულია მობილობის ზრდასთან, ამიტომ მეტი სიფრთხილე გვმართებს, მეტი დაცვა იმ რეკომენდაციებისა, რაზეც... Read More

უნივერსიტეტების აუდიტორიებში სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება, მაგრამ არა აჭარაში

Comments Off on უნივერსიტეტების აუდიტორიებში სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება, მაგრამ არა აჭარაში

უნივერსიტეტებისა და პროფესიული სასწავლებლების აუდიტორიებში სტუდენტები 19 ოქტომბრიდან დაბრუნდებიან. ამის შესახებ საქართველოს განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა თქვა უწყებათაშორისო კომისიის სხდომის შემდეგ. განათლების მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება არ ეხება აჭარაში... Read More

აჭარაში საბავშვო ბაღები ჯერ არ გაიხსნება – განათლების მინისტრი

Comments Off on აჭარაში საბავშვო ბაღები ჯერ არ გაიხსნება – განათლების მინისტრი

საქართველოს განათლების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, 12 ოქტომბრიდან საქართველოში მუშაობას განაახლებენ საბავშვო ბაღები, თუმცა აჭარაში – არა. ამის შესახებ განათლების მინისტრმა დღეს, 28 სექტემბერს, ბრიფინგზე განაცხადა. საბავშვო ბაღებმა მუშაობა საქართველოში... Read More

საკონდიტრო „დონა“ მუშაობას განაახლებს

Comments Off on საკონდიტრო „დონა“ მუშაობას განაახლებს

საკონდიტრო “დონა”, რომელიც კორონავისურის გამო ერთი თვეა დახურულია, მუშაობას 5 ოქტომბრიდან განაახლებს. „ძვირფასო და ერთგულო მომხმარებლებო, 5 ოქტომბრიდან ჩვენი კარები კვლავ იხსნება თქვენთვის. ეს განსაცდელიც გადავლახეთ – თქვენი უდიდესი თანადგომით,... Read More

ბათუმში კორონავირუსის 175 შემთხვევა დადასტურდა

Comments Off on ბათუმში კორონავირუსის 175 შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 175 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ბათუმში კოვიდკლინიკებში მკურნალობს 492 პაციენტი, აქედან – 40 ბავშვი და 14 ორსული. დღეის... Read More

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გარდაიცვალა

Comments Off on ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ორი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. ერთ-ერთი მათგანი, 65 წლის კაცი, 22 სექტემბერს შეიყვანეს კლინიკაში დიაგნოზით – კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის... Read More

კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 სექტემბერი

Comments Off on კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა – 28 სექტემბერი

დღეს, 28 სექტემბერს, საქართველოში კორონავირუსის 298 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში 5552-მდე გაიზარდა. მთავრობის ოფიციალური საიტის, stopcov.ge-ს თანახმად, გამოჯანმრთელდა 148, კარანტინშია 5650 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –... Read More